x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96536
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458431
ტარიელ ონიანი რუსეთმა ესპანეთს გადასცა(ვიდეო)
image


ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის შსს-ს ოფიციალური წარმომადგენელი ირინა ვოლკი.


ონიანის ესპანეთში ექსტრადირებას ხელს უშლიდა, ის, რომ იგი რუსეთის მოქალაქე იყო, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, - ტარიელ ონიანს რუსული პასპორტი არაკანონიერი გზით ჰქონდა აღებული, კრიმინალური ავტორიტეტის პასპორტის ანულირება მოხდა.


აწი ტარიელ ონიანს 8, 5 წელიწადი მოუწევს ესპანეთის ციხეში ჯდომა, იგი ბრალდებულია ორგანიზებულ დანაშაულებში, მათ შორის ტაროს ბანდა ხელოვნების ნიმუშებს იპარავდა და გამოძალვით იყო დაკავებული, ამის გარდა ონიანს მოუწევს 50 მილიონი ევრო ჯარიმის გადახდა.


როგორც ირინა ვოლკმა აღნიშნა, ონიანი შერმეტიოვოს აეროპორტში მიიყვანეს, სადაც მათ დახვდათ ესპანეთის სამართდამცავი ორგანოების თანამშრომლები.

რუსეთის შსს-ს საიტზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ონიანის ექსტრადირებების პროცესია ასახული.


ტარიელ ონიანი დაიბადა 1952 წელს ტყიბულში, როგორც ამბობენ, მამამისი ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში დაიღუპა და სწორედ ამის გამო უარი თქვა გაეგრძელებინა მამის პროფესია.. 17 წლის იყო, როდესაც პირველად ქურდობისა და ყაჩაღობისთვის გაასამართლეს.1980-იან წლებში იგი მოსკოვის ყველაზე ავტორიტეტულ კანონიერ ქურდად მიიჩნეოდა " ქუთაისის კრიმინალური დაჯგუფებიდან", 1990-იანებში გადავიდა პარიზში, შემდეგ ესპანეთში, სადაც მშნებლობის ბიზნესით იყო დაკავებული.პარალელურად განაგრძო კრიმინალური მაფიოზური საქმიანობა, რომელმაც არნახულ მასშტაბებს მიაღწია, 2005 წელს ონიანის და მისი კრიმინალური წევრების დაკავებისას 400-ზე მეტმა პოლიციელმა ჯავშანტექნიკისა და ვერტმფრენების გამოყენებით ჩაატარა დაახლოებით 50-მდე ჩხრეკვა ბარსელონაში, ალიკანტეში, მარბელიაში, ფუენხიროლაში, ბენალმადენასა და ტორემოლინოსში, სადაც განთავსებული იყო ონიანის ობიექტები. ონიანმა მიმალავა მოახერხა, თუმცა პოლიციამ მისი 12 წლის ქალიშვილის დაკავება შეძლო.


2006 წლის აპრილში ონიანმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და დასახლდა მოსკოვში.


0
42
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0