x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96537
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458415
საჯარო ლექციები ლიტერატურაზე ,,პორტრეტები" - ლაშა გვასალიასთან ერთად ყულიშკარის სასოფლო ბიბლიოთეკაში

პროექტი საჯარო ლექციები ლიტერატურაზე “პორტრეტები“ გრძელდება .
ყულიშკარის სასოფლო ბიბლიოთეკაში მკითხველებსა და სკოლის მოსწავლეებს ლექცია წაუკითხა მწერალმა და ლიტერატორმა ლაშა გვასალიამ. თემა ყულიშკარელების შერჩევით გახლდათ: "თვითმფრინავის ბიჭები" და ამ თემაზე შექმნილი დათო ტურაშვილის გახმაურებული რომანი "ჯინსების თაობა". რომანის დეტალიზაციასთან ერთად, ბატონმა ლაშამ "ჯინსების თაობა" განიხილა, როგორც ქართული სოციალური "ორიენტალიზმის" კლასიკური ნიმუში, რომელიც ზუსტად გამოხატავს ჰეგემონიური სოციალური კლასის აღმატებულობის თვალში საცემ ნიშანს.
ჯინსები- ერთდროულად უმრავლესობისგან განსხვავებულობის და მასზე აღმატებულობის ნიშანი იყო, რადგან ის განასახიერებდა ქართული "მედასავლეთეობის" არსს.
1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცებით - ამერიკაში წასვლა სცადა. როგორც მწერალმა აღნიშნა: გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელიც მსხვერპლითა და დიდი ტრაგედიით დასრულდა. სწორედ ამ პერიპეტიებზე და საერთო ეპოქალურ პრობლემებზე ისაუბრა მომხსენებელმა. შეხვედრა წარიმართა მეტად საინტერესო ვითარებაში. დასასრულს ბატონ ლაშას კითხვით მიმართეს მოსწავლეებმა, მკითხველებმა და სკოლის მასწავლებლებმა
გამოითქვეს სურვილი, რომ ბატონი ლასა კიდევ ესტუმროს სოფელ ყულისკარს და კვლავ ისაუბროს ასეთ საინტერესო მხატვრულ თუ დოკუმენტურ თემებზე!
image

0
1
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგიმეფარიძე123
გიორგიმეფარიძე123
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0