x
image
რუსო ჩარექიშვილი
"სურვილებში ვლინდება ადამიანის არსი"- დამაფიქრებელი გამონათვამები
თავისუფალი ადამიანი არაფერზე ისე ცოტას არ ფიქრობს, როგორც სიკვდილზე, და მისი სიბრძნე მდგომარებს ფიქრებში არა სიკვდილზე, არამედ სიცოცხლეზე

თუ გსურთ, რომ ცხოვრებამ გაგიღიმოთ, აჩუქეთ მას თავდაპირველად თქვენი კარგი განწყობაimage

როგორც კი წარმოიდგენს ადამიანი, რომ მას არ შეუძლია შეასრულოს განსაზღვრული საქმე, იმ მომენტიდან მას განზრახული აქვს არ განახორციელოს ის, საბოლოოდ კი მისთვის ამ საქმის შესრულება შეუძლებელი ხდება.

საუკეთესო მრწამსი გააჩნია არა იმას, ვინც ფლობს ყველაზე დამაჯერებელ არგუმენტებს, არამედ იმას, ვისაც მოაქვს სამართლიანობისა და გულმოწყალების უმშვენიერესი ნაყოფი.


სურვილსა და სწრაფვას შორის მხოლოდ ის განსხვავება არსებობს, რომ სიტყვა „სურვილი“ უმეტესწილად დაკავშირებულია ადამიანებთან მაშინ, როდესაც აცნობიერებენ თავიანთ სწრაფვას, ამიტომ შესაძლებელია დადგინდეს ასეთი განსაზღვრება: სურვილი გაცნობიერებული სწრაფვაა.

ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ბუნებას, ეწინააღმდეგება გონებას და ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება გონებას არის აბსურდი.

ცხოვრებაში ყველაზე სასარგებლოა შემეცნების ანუ გონების სრულყოფა და ეს არის სწორედ ადამიანის უმაღლესი ბედნიერება და ნეტარება

ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ფულს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თავადვე შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება ფულის გულისთვის.image

ადამიანებს ისე არაფრის მართვა უჭირთ, როგორც საკუთარი ენების და უფრო შეუძლიათ შეიკავონ თავიანთი სურვილები, ვიდრე თავიანთი სიტყვები.

დრო უნდა გამოვიყენოთ როგორც ხელსაწყო, და არა როგორც საყრდენი

დრო საუკეთესო მასწავლებელია, მაგრამ საუბედურად ის კლავს ყველა მის მოსწავლეს

უმჯობესია ეზიზღებოდე ყველას იმის გამო, რაც ხარ, ვიდრე უყვარდე ის, რაც არ ხარ

0
80
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0