x
მეტი
  • 10.12.2019
  • სტატია:97244
  • ვიდეო:344105
  • სურათი:459231
ვარსკვლავები, რომლებსაც ტანსაცმელმა "უმტყუნათ"
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.


image


როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ, ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.



დღევანდელი სტატიის კრებულში წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებსაც ტანსაცმელმა "უმტყუნათ" და იმაზე მეტი დაგვანახეს, ვიდრე უნდოდათ.




1. ფესტივალზე Bonnaroo Music, კარდი ბი აქტიურად ცეკვავდა ტვერკს, შედეგად კი მისი კოსტიუმი უკანალზე გაიხა.image





2. ამბერ ჰარდმა კანის კინოფესტივალზე კაბა იმაზე ღრმა დეკოლტეთი მოირგო, ალბათ ვიდრე სურდა, რადგან უფრო "ღრმად" ჩაგვახედა... image






3. სამეფო "დრეს-კოდი" დიდ მოკრძალებას ითვალისწინებს, თუმცა მეგან მარკლის შემთხვევაში, სულ სხვა რამე დავინახეთ. კაშკაშა მზის ქვეშ, მისმა შავმა საცვალმა კაბის გამჭვირვალე პრინტებიდან გამოანათა. image






4. ენ ჰეთეუეიმ ვერც კი შეამჩნია ფილმის გადაღების დროს, ერთ-ერთი დინამიური სცენის დროს, როგორ წამოეფარა კაბა. image






5. ეშლი გრემს კი იმდენად ღრმა ჭრილიანი კაბა ეცვა, რომ, მანამ, სანამ წვიმისგან გარბოდა და თავი შეაფარა, საცვალი გამოამზეურა. image






იხილეთ აგრეთვე:



image

3
1604
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1604
  
5 ნოემბერი, 2:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

3 ნოემბერი, 1:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

1 ნოემბერი, 13:06
კარგი იყო :)))
0 1 3