x
ქმარმა საქორწინო მოგზაურობაში ძმაკაციც წაიყვანა
image


სასამართლომ მალტიელი მამაკაცის ქორწინება გაუქმებულად სცნო, რომელმაც საქორწინო მოგზაურობაში ძმაკაციც წაიყვანა. ამის შესახებ წერს Times of Malta.


ქორწინება 2007 წელს შედგა. ერთი წლის შემდეგ კი ახალდაქორწინებულები კორფზე წავიდნენ დასასვენებლად, რათა იქ გაეტარებინათ თაფლობის თვე. გამგზავრებამდე ორი დღით ადრე კაცმა ცოლი გააფრთხილა, რომ მათთან ერთად მისი ძმაკაციც წამოვიდოდა. ქმარმა ოთახი სამი ადამიანისთვის დაჯავშნა და ისე მოხდა, რომ ქმარი თავის ძმაკაცს არც დღისით შორდებოდა და არც ღამით, მოგვიანებით კი ცოლს გამოუტყდა, რომ ძმაკაცზე ყურებამდე შეყვარებული იყო.


ქალი ირწმუნება, რომ ამით პრობლემები არ დამთავრებულა. მისი სიტყვებით, ქმარი მას, როგორც მოახლეს, ისე ექცეოდა. სახლში არაფერს აკეთებდა, საოჯახო საქმეებისთვის ფულს არ აძლევდა და უარიც კი უთხრა ქალს საავადმყოფოში წაყვანაზე, როცა მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. ქალი ფიქრობს, რომ მასზე მხოლოდ ფულის გამო დაქორწინდა მამაკაცი.



როდესაც ისინი დაშორდნენ, კაცი ახალ სახლში გადავიდა, სადაც მისი ძმაკაცი ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, მაინც იმედოვნებდა, რომ ცოლი საჭმელს კვლავ მოუმზადებდა და თეთრეულს გაურეცხავდა, მაგრამ უარი მიიღო.


სასამართლო პროცესის დროს ქმარმა ყველაფერი უარყო და თქვა, რომ ყველაფერი ცოლის მოგონებული იყო.


მოსამართლემ არ გაამრთლა მამაკაცის საქციელი, მაგრამ მისი სექსუალური ორიენტაციის გადახედვაზე უარი თქვა. მოსამართლემ ოჯახის დანგრევის საქმეში ქმარი გაამტყუნა, რომელმაც ვერ გაიაზრა იმ კავშირის მნიშვნელობა, რასაც ქორწინება ჰქვია.



0
769
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
769