განათლება ზოგიერთ საჯარო სკოლაში დამატებით არდადეგები გამოცხადდება - განათლების სამინისტოს განცხადება 2019, 24 ოქტომბერი, 17:40 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ცნობით, მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარების გამო, ხოლო გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. არდადეგები შეეხება შემდეგ სკოლებს:
სსიპ ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლა
სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა
სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა
სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა
სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა სსიპ ქალაქ თელავის N8 საჯარო სკოლა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა სსიპ ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა 43 1-ს მოსწონს
|