x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
იცით, რატომ არის “ფლეიბოის" ლოგო ბაჭია?

image


მსოფლიოში მხოლოდ, თითზე ჩამოსათვლელი ისეთი სახასიათო ლოგოტიპები არსებობს, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი არამც თუ თვალდახუჭული ცნობს, არამედ მისი შექმნის ისტორიაც კი ზეპირად იცის.


image


სწორედ ისინი წარმოადგენენ ე.წ. საკულტო ლოგოებს. ამ სტატიაში მამაკაცების ყველაზე მოთხოვნად და საყვარელ ჟურნალ "Playboy"- ის შესახებ, კერძოდ კი, მის საფირმო ლოგოზე - ბაჭიაზე ვისაუბრებთ და გავარკვევთ, თუ რატომ შეარჩია აწ გარდაცვლილმა ჰიუ ჰეფნერმა საკუთარი გამოცემის მთავარ ნიშნად სწორედ ეს კონკრეტული ცხოველი.


image


ზოგიერთ ადამიანს დღემდე ჰგონია, რომ ბაჭია სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ ის სწრაფად და ინტენსიურად მრავლდება. თუმცა, მაშინ, როდესაც ჟურნალის დამაარსებელი საკუთარი გამოცემისთვის ლოგოს საგანგებოდ არჩევდა, ეს ფაქტი მას საერთოდ არ გაუთვალისწინებია. ჰიუ ჰეფნერმა თავის ერთ – ერთ ინტერვიუში, ჟურნალის ლოგოდ ბაჭიას არჩევის მიზეზი, ჯერ კიდევ, 1967 წელს განმარტა.


image


"ამერიკაში, კურდღელ "ბანის" სექსუალური დატვირთვა გააჩნია, ეს მორცხვი, მხიარული, მოხტუნავე ცხოველი - ვფიქრობ, საკმაოდ სექსუალურად გამოიყურება, სწორედ ამიტომ შევარჩიე მასზე ჩემი არჩევანი. ის ჯერ თავისკენ გიტყუებს, მერე მოულოდნელად ხელიდან გისხლტება და მხოლოდ ამის შემდეგ, კვლავ თქვენს მკლავებში ბრუნდება, თქვენ კი მას ეფერებით და ეს ალერსი ერთგვარ, დაუსრულებელ თამაშად იქცევა. გოგონაც ხომ თავისი ქცევით ბაჭიას ჰგავს. ის, ნაცვლად იმისა, რომ იდუმალი და სერიოზული იყოს, მხიარულობს და ხუმრობს. მამაკაცებს კი სწორედ ასეთი გოგონები იზიდავთ, "- განმარტა საკულტო ჟურნალის უცვლელმა მთავარმა რედაქტორმა ჰიუ ჰეფნერმა.


image



0
724
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
724