x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
რუსეთის ქალაქ კოსტრომაში მედესანტეთა საბრძოლო მანქანა საპირისპირო მხარეს გადავიდა და მანქანას დაეჯახა

image რუსეთის ქალაქ კოსტრომაში მომხდარ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც მედესანტეების საბრძოლო მანქანა მოძრაობის საპირისპირო მხარეს გადავიდა და მსუბუქ მანქანას დაეჯახა, კოსტრომის სამხედრო გარნიზონის მეთაურობამ გააკეთა ოფიციალური გამცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
გუშინ 23 ოქტომბერს კოსტრომაში იური სმირნოვისა და შაგოვის ქუჩების გზაჯვარედინზე ჯავშანმანქანა დაეჯახა მსუბუქ მანქანას.
როგორც "5-tv.ru"-ს განუცხადეს კოსტრომის გარნიზონში: "ავარიის მიზეზი სპეციალურად გამოყოფილი კომისიის მიერ წინასწარი გამოძიებით დადგენილია. მედესანტეების საბრძოლო მანქანას "БМД-2"-ს უღალატა სამუხრუჭო სისტემამ, რის გამოც ჯავშანმანქანამ გზაჯვარედინზე მოხვევა ვერ მოახერხა და საპირისპირო მხარეს მომავალ მსუბუქ მანქანას დაეჯახა.
მსუბუქი მანქანა მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა, რადგან მძღოლ-მექანიკოსმა გამოიყენა ხელის მუხრუჭი და მსხვერპლის თავიდან აცილება მოხერხდა".
ჯავშანმანქანა პოლიგონიდან ბრუნდებოდა დისლოკაციის ადგილისაკენ (საინტერესოა თუ რატომ მიდიოდა ჯავშანმანქანა მარტო ან რატომ არ მიუძღოდა ციმციმა ჩართული პოლიციის მანქანა წინ).

0
193
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
193