x
image
ელენე გუმა
"ბერა შვილო, აგერ, მამაშენმა 3 მილიარდი აშშ დოლარი დაახარჯა ამ ქვეყანას, მაგრამ მაინც ლანძღავენ!"
image
ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ბერა ივანისვილს მიმართავს.


როგორც ზედელაშვილი წერს, ბერა ძალიან კარგად მოიქცა ამაზონის აღდგენის ფონდში თანხა რომ გადარიცხა, იმედია ამაზონის ჯუნგლების ბინადარნი აინც გამოხატავენ მადლიერებას.


"ბერა, შვილო, ძალიანაც კარგი ჰქენ, რომ 1, 1 მილიონი აშშ დოლარი ამაზონის აღდგენის ფონდში გადარიცხე!

აგერ, მამაშენმა 3 მილიარდი აშშ დოლარი დაახარჯა ამ ქვეყანას, მაგრამ ყვერთაოზები მაინც ლანძღავენ!


მახსოვს, 2013-ში დასეტყვილ მევენახეებს გადაურიცხა 80 მილიონი აშშ დოლარი, ამათ, ამ მევენახეებმა ვაზი გაჩეხეს, "მანქნები" იყიდეს და თბილისში ჩამოვიდნენ სატაქსაოდ!

მეტსაც გეტყვი, ბანკებში გაშავებულ 600 ათას ადამიანს ვალი დაუფარა, მადლობა არ დასცდენია ერთსაც კი!

დენდროლოგიური პარკი ააშენა, ქვეყანას აჩუქა - თავისთვის უნდაო!

ქუთაისში გრანდიოზულ უნივერსიტეტს აშენებს - რა ფეხებად გვინდაო!

აბასთუმანში მაგარ სიკეთეს აკეთებს - სახალხო ქონება მიითვისაო!

რომელი ერთი ჩამოვთვალო?!

იმედია, ამაზონის ჯუნგლების ბინადარნი მაინც გამოხატავენ მადლიერებას"


ცნობისთვის, მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ამაზონის დამწვარი ტყის აღსადგენად მილიონ ასი ათას დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელიც ბრაზილიელი ხალხისთვის ჩაწერა.

მან საზოგადოებას ამაზონის ტყეების გადასარჩენად მოქმედებისკენ მოუწოდა.

“გამარჯობა ბრაზილია, მე მაქვს გზავნილი თქვენთვის და ყველასთვის, ვინც ბუნების მომავალზე ფიქრობს”, – წერს ბერა ივანიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.


ბერას ამ ქმედებამ ხალხში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა მისი ეს ქმედება გააკრიტიკა და აღნიშნეს რომ ის თანხა, რაც ამაზონის ტყეების გადარჩენის ფონდში უდნა გადარიცხოს, ჯობია საკუთარ ქვეყანაში გაჭირვებულ ხალხს მოახმაროს.

3
1237
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1237
  
25 ოქტომბერი, 16:25
არავის არავისთვის არ დაუხრჯებია ზედელაშვილო თანხა..... ივანიშვილმა საკუთარი თავის გადასარჩენად იხადა ფულები ჯერ ედიკას დროს და მერე მემკვიდრეობით ჩაბარდა სააკაშვილს.... ხელი რომ არ ეხლოთ და ვანიასთვის არ გადაეცათ, ამიტომაც იხდიდა.... ეხლა იყიდა შპს :საქართველო" და იმ ჩადებულს უკან იღებს... რა გეამაზონებათ?! აქ ხე/ტყეს ანადგურებინებენ და დავიჯერო, ამათ სამაზონის ჯინგლების დარდი აქვთ?!
P.ს. ზედელაშვილო, შენი მეუღლე ისევ ეწევა მევახშეობას თუ გაანება თავი?!
25 ოქტომბერი, 0:03
ქველმოქმედებისათვის კაცს რომ ლანძღავდნენ,ჯერ არ გამიგია.
24 ოქტომბერი, 14:52
მილიონ ასი ათასი დოლარი... საიდან, როგორ, რანაირად გროვდება ამდენი ფული ერთი ბიჭის ხელში?))
0 1 3