x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
მფრინავი ცოცხი ზღაპრებიდან რეალობად იქცა - Toyota-ს ცოცხი დაფრინავს
image


კომპანიამ Toyota ტოკიოს საავტომობილო გამოფენაზე წარმოადგინა უჩვეულო კონცეპტები, რომელთა შორის არის ელექტრომფრინავი ცოცხიც.



პროტოტიპმა მიიღო სახელწოდება e-broom და როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, მათი შთაგონების წყარო ზუსტად რომ ცოცხი იყო, რომელსაც ჯადოქრები იყენებდნენ საფრენად ზრაპრებში. ავტორების ჩანაფიქრით, კონცეპტმა უნდა გააერთიანოს მანქანა და ადამიანი და თავიდან გახსნას მობილურობის შესაძლებლობები და მათით სიამოვნება. თუ როგორ უნდა მოხდეს ეს კონკრეტულად, ამის შესახებ მისი შემქმნელები ჯერ არაფერს ამბობენ. შესაბამისად, მის ტექნიკურ დეტალებზეც არაფერია ცნობილი.



გარდა მფრინავი ცოცხისა, იაპონელებმა ასევე წარმოადგინეს მობილური სასწრაფო დახმარების ავტომობილი.


e-Care, რომელიც სამედიცინო მომსახურებას საავადმყოფოში ტრანსპორტირების დროს აღმოუჩენს დაზარალებულს. მას შეუძლია სახის ამომცნობის სიტემით დაადგინოს დაზარალებულის ვინაობა და თვითონ დაუკავშირდეს პაციენტის ექიმს მგზავრობის დროს.


image


ასევე სიახლე იყო ერთადგილიანი კონცეპტი e-4me, რომელიც წარმოადგენს მობილურ პლატფორმას ვირტუალური რეალობის ფუნქციით. ყველა მგზავრს შეუძლია კონცეპტი გამოიყენოს საკუთარი სურვილის მიხედვით.


image


სიახლე იყო უპილოტო სარბოლო სიმულატორი e-Racer-იც, რომელიც მომხმარებელს პროფესიონალი მრბოლელის შეგრძნებებს უტოვებს... წაიკითხეთ სრულად > > >

0
206
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0