x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ასე გამოიყურებოდა მელანია ტრამპი, მანამ სანამ არავინ იცნობდა
დღეს მელანია ტრამპი ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ქალია მსოფლიოში, მაგრამ ოდესღაც ისიც იყო უცნობი ახალგაზრდა სლავური წარმოშობით, რომელიც წავიდა მსოფლიო მოდის დედაქალაქში - მილანის დასაპყრობად.



image


ყველამ ვიცით, რომ მელანია ტრამპი, ამერიკის პირველი ლედია. ის აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეუღლეა. დონალდ ტრამპმა და მელანია კნაუსმა 2005 წელს ოფიციალურად იქორწინეს. წარმოშობით სლოვენიელი მელანია კნაუსი იუგოსლავიაში დაიბადა და 16 წლიდან აქტიურად ჩაერთო სამოდელო საქმიანობაში. ის არაერთხელ გამოჩნდა ისეთი ჟურნალების გარეკანზე, როგორებიცაა Vogue, Harper’s Bazaar და Vanity Fair, ყველაზე დიდი პოპულარობა კი ბრიტანულმა ჟურნალმა GQ -მ მოუტანა, რომელისთვისაც მელანიამ შიშველ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.


ალბათ გახსოვთ ის სკანდალური ფოტოები, რომლებიც ერთ-ერთმა პრესტიჟულმა ჟურნალმა «New York Post» - მა გაასაჯაროვა, რომლებზეც მელანია შიშველი იყო და სწრაფი ტირაჟით მოედო მსოფლიოს. ის და სხვა მსგავსი ფოტოები, 1995 წელს ფრანგული გამომცემლობა «Max»-თვის იქნა გადაღებული. ყველაზე პროვოკაციული ფოტოსესია მელანიამ ბრიტანული ჟურნალისთვის GQ მოაწყო.



ამ ფოტოსესიების პერიოდში, მელანია ტრამპს საერთოდ არ იცნობდა, მათი გაცნობა მხოლოდ 1999 წელს შედგა. მელანია და მისი ბევრი ფოტო საზოგადოებისთვის მანამ არ იყო ცნობილი, სანამ ისინი ჟურნალმა «New York Post»-მა სპეციალური სათაურით არ გაასაჯაროვა: "ასეთი პოტენციალის პირველი ლედი, აქამდე არ გინახავთ". მაშინ, როდესაც ტრამპმა მელანიას თამამი ფოტოების შესახებ შეიტყო, ამერიკის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი იყო, თუმცა მიაჩნდა, რომ ფოტოებში სამარცხვინო არაფერია, რადგან მელანიას სრული უფლება ჰქონდა, თავისი ლამაზი სხეულის დემონსტრირება მოეხდინა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მელანია დიდების მწვერვალზე მათ გაცნობამდე იყო.



ალბათ ბევრ თქვენგანს არ უნახავს მელანიას ფოტოები იმ ასაკში, მანამ ის საქვყნოდ ცნობილი გახდებოდა. აი, როგორ გამოიყურებოდა იგი კარიერის დასაწყისში:



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



1
1655
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1655
  
2019, 27 ოქტომბერი, 1:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1