x
მეტი
  • 18.11.2019
  • სტატია:96639
  • ვიდეო:343683
  • სურათი:458537
რუსეთსა და ნიგერიას შორის დადებული კონტრაქტის შესაბამისად რუსეთი ნიგერიას 12 დამრტყმელ "Ми-35М" -ს მიაწვდის

image როგორც სააგენტო «РИА Новости» იუწყება დღეს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსსა და ნიგერიის სამთავრობო დელეგაციის სრულუფლებიან წარმომადგენლებს შორის ხელი მოეწერა კონტრაქტს, რუსულმა მხარემ ნიგერიას უნდა მიაწოდოს 12 ერთეული დამრტყმელი ვერტმფრენი "Ми-35М"-ი, რომელიც საბჭოთა და რუსული წარმოების დამრტყმელი ვერტმფრენის "Ми-24"-ის საექსპორტო მოდიფიკაციაა.
"კონტრაქტი ხელმოწერილია-12 ვერტმფრენი კონტრაქტის შესაბამისად შეთანხმებული მოდიფიკაციით გადაეცემა ნიგერიის შეიარაღებულ ძალებს"-განაცხადა რუსეთის სამხედრო-ტექნიკური ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილემ ანატოლი პუნჩუკმა ფორუმზე "რუსეთი-აფრიკა".
კონტრაქტის დადებამდე ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კალა ანკურაომ განაცხადა, რომ ვერტმფრენები ჭირდებათ ტერორისტული ორგანიზაცია "ბოკო ჰარამის" წინააღმდეგ საბრძოლველად.

0
130
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
130