x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96732
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458622
როგორ მოატყუეს ამერიკელმა სამხედრო ტყვეებმა კორეელი აგიტატორები
image


ალბათ, ოდნავ დაღლილ მზერასა და საოცარ სევდას ამ ფოტოზე ყველა მამაკაცს შეამჩნევდით. იცნობდეთ, ყველა მათგანი "ომის ტყვეა".


image


ეს საარქივო ფოტოები სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ მასზე ყველა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ფოტოგრაფს შუა თითს უჩვენებს. მათი ისტორია კი ასეთია: ომის დროს კორეელები ამერიკელ სამხედრო ტყვეებს ყოველთვის ფოტოებს უღებდნენ, რათა საკუთარ ხალხში ოკეანის მიღმა მყოფი დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლო სულისკვეთება კიდევ უფრო მეტად გაეღვივებინათ.


image

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყეს. ისინი ტყვედ აყვანილ ჯარისკაცებს არა მხოლოდ ფოტოებს უღებდნენ, არამედ ფილმებში მონაწილეობასაც აიძულებდნენ, უფრო მეტიც, ხშირად მათ საკუთარი ახლობლებისთვის ისეთი ცრუ წერილების მიწერას ავალებდნენ, სადაც ისინი ჩრდილოეთ კორეის მიმართ საკუთარ მხარდაჭერას, ღიად აფიქსირებდნენ.


image

ამერიკელმა ტყვეებმა გადაწყვიტეს კორეელებისთვის ანგარიში საკმაოდ უჩვეულო გზით გაესწორებინათ და საპასუხოდ, მათ თითქმის ყველა ფოტოზე შუა თითი აჩვენეს, რომლის მნიშვნელობაც კორეელებმა არა, მაგრამ აი, ამერიკელი სამხედროების ახლობლებმა კი ძალიან კარგად იცოდნენ.



image

კორეელებს მათი ეს უცნაური ჟესტი რაღა თქმა უნდა, არ გამოპარვიათ და მისი მნიშვნელობით დაინტერესდნენ, რაზეც ამერიკელებმა სრულიად "გულწრფელად" უპასუხეს, რომ ჰავაიზე ისინი ერთმანეთს წარმატებებს სწორედ ამ ფორმით უსურვებენ, და ამ ისტორიაში ყველაზე სახალისო იცით რა არის? რომ სამხედრო ტყვეების ეს ვერსია უკლებლივ, ყველა კორეელმა დაიჯერა.



0
444
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
444