x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96732
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458622
ისტორიული შეთანხმება - რა წერია პუტინისა და ერდოღანის მემორანდუმში?
image
ისტორიული შეთანხმება - ასე მოიხსენია თურქეთის მედიამ ის შედეგი, რომელსაც გუშინ, 23 ოქტომბერს, სოჭში შეხვედრის შემდეგ მიაღწიეს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. საინტერესო დეტალია, რომ შეხევდრა ორ პრეზიდენტს შორის 6 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეთანხმება საბოლოოდ მემორანდუმის სახით გამოქვეყნდა, რომელსაც აქაც გთავაზობთ:

1. ორივე მხარე თანხმდება, რომ მხარს უჭერენ სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკური ერთიანობის შენარჩუნებას, ასევე თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

2. მხარეები ხაზს უსვამენ თავიანთ მზადყოფნას, ებრძოლონ ტერორიზმს მის ყველა
გამოვლინებაში და ფორმაში და წინააღმდეგობა გაუწიონ სეპარატისტულ სწრაფვებს სირიის ტერიტორიაზე.

3. ამ კონტექსტში, არსებული სტატუს-კვო, ოპერაცია "მშვიდობის წყაროს" რაიონში, თელ-აბიადიდა და რას ალ აინის შორის, შენარჩუნდება.

4. ორივე მხარე ადასტურებს ადანის შეთანხმების მნიშვნელობას. რუსეთის ფედერაცია ხელს შეუწყობს ადანის შეთანხმების განხორციელებას თანამედროვე გარემოებებში.

5. 2019 წლის 23 ოქტომბრის 12:00 საათიდან, სირია-თურქეთის საზღვრის სირიულ მხარეს, ოპერაცია "მშვიდობის წყაროს" ზონის გარეთ, შევლენ რუსეთის სამხედრო პოლიციისა და სირიის სასაზღვრო სამსახურის ძალები. ისინი ხელს შეუწყობენ ქურთების ძალებისა და მათი შეიარაღების გაყვანას, სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით, რომელიც უნდა დასრულდეს 23 ოქტომბრის 12:00 საათიდან 150 საათის შემდეგ. ამ მომენტიდან დაიწყება რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება, საზღვრიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, "მშვიდობის წყაროს" ოპერაციის რაიონიდან, გარდა ქალაქ ქამიშლისა.

6. ქურთების ყველა დანაყოფი და მათი შეიარაღება უნდა გამოვიდნენ მანბიჯიდან და თალ რიფათიდან;

7. ორივე მხარე მიიღებს აუცილებელ ზომებს ტერორისტული ელემენტების აღმოფხვრისა და ინფილტრაციისთვის;

8. სირიაში ლტოლვილთა უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნებისთვის ხელის შესაწყობად ერთობლივი ძალისხმევა იქნება მიღებული;

9. აღნიშნული მემორანდუმის მიმოხილვისა და კოორდინაციისთვის შეიქმნება ერთობლივი მექანიზმი მონიტორინგისა და ვერიფიკაციისთვის;

10. ორივე მხარე განაგრძობს სირიის კრიზისის პოლიტიკური გზით გადაჭრის მექანიზმის ძიებას, ასტანის მექანიზმის ფარგლებში და მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო კომიტეტის საქმიანობას. იხილეთ ვრცლად
0
156
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0