x
image
გემი დალანდი
როგორი მამაკაცი შეგეფერებათ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
image

როგორ მამაკაცზეც არ უნდა ოცნებობდეთ, თქვენ საუკეთესოს იმსახურებთ. და მაინც, როგორი მამაკაცი იქნებოდა თქვენთვის იდეალური, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით?


1. ვერძი-ჭკვიანი მამაკაცი

ვერძები დამოუკიდებელი და ლოგიკურად მოაზროვნე პიროვნებები არიან. ისინი არ თამაშობენ და ცდილობენ წინასწარ გათვალონ ყველა სიტუაცია. მათ ისეთი მამაკაცები იზიდავთ, რომელთაც შეუძლიათ მათი დაინტერესება საინტერესო თემებით და საკითხებისადმი უჩვეულო მიდგომებით. ვერძებს თავდაჯერებული და პატიოსანი მამაკაცები მოსწონთ, რომლებიც დროს ტყუილად არ აკარგვინებენ.



2.კურო-ძლიერი ნებისყოფის მქონე მამაკაცი

კურო-ზოდიაქოს ერთ-ერთი მორიდებული ნიშანია, რომელსაც საიდუმლო სურვილები აქვს.მას ისეთი მამაკაცი იზიდავს, რომელსაც რომანტიკის და ვნების არსის გაგება შეუძლია. გარდა ამისა, მამაკაცს საკუთარი მოსაზრების დაცვა უნდა შეეძლოს და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებით გამოირჩეოდეს, რისთვისაც ნებისყოფაა საჭირო.


3.ტყუპები-პატიოსანი მამაკაცი

ტყუპებს უყვართ სიახლეები. ამ ავანტიურისტებს სურთ, რომ მამაკაცი მათ ყველაფერში ეწყობოდეს. მათთვის იდეალურია მამაკაცი, რომელიც ცხოვრებაზე პოზიტიური შეხედულებებით გამოირჩევა და ყოველთვის ღიად ამბობს თავის მოსაზრებას.


4.კიბო-გულკეთილი მამაკაცი

არ არსებობს უფრო კეთილი და მგრძნობიარე ნიშანი, ვიდრე კიბოა. ამიტომ ქალი კიბოები თავის მსგავსს ეძებენ. მათი პარტნიორი მზრუნველი და გულკეთილი უნდა იყოს.


5.ლომი-მამაკაცი, რომელსაც ფლირტი შეუძლია

ლომები ერთგულებას და მოტივაციას აფასებენ. თუ მათი პარტნიორი ამ თვისებებით არ გამოირჩევა, ურთიერთობა განწირულია. ლომები ისეთივე სწორხაზოვან მამაკაცებს ეძებენ, როგორებიც თავად არიან. თუმცა, თავად ლომები ხშირად არასერიოზულობით გამოირჩევიან და მათ პარტნიორსაც ფლირტის საუკეთესო თვისებები უნდა გააჩნდეს.


6.ქალწული-მომთმენი მამაკაცი

ქალწული მზრუნველი ნიშანია. მალე არასოდეს უშვებენ ადამიანებს ახლოს და ახალი ურთიერთობა მათთვის ერთგვარი დისკომფორტიცაა. სწორედ ამიტომ, მათი ნდობის მოსაპოვებლად, მამაკაცს მოთმინების უნარი უნდა გააჩნდეს, რისთვისაც ბოლოს დასაჩუქრდება.


7.სასწორი-ერთგული მამაკაცი

სასწორი თავისებური ნიშანია. ისინი ცდილობენ ყველაფერს ლოგიკურად მიუდგნენ, რადგან ყველაფრის ანალიზის გაკეთებას მიეჩვივნენ, რაც მათ გარშემო ხდება. ერთგული მამაკაცი შეძლებს და მათ ცვალებად ხასიათთან მისასვლელ გზას მოძებნის. აუცილებელია, რომ ურთიერთობაში მამაკაცი გულწრფელობით გამოირჩეოდეს.


8.მორიელი-ვნებიანი მამაკაცი

მორიელი ძალიან აქტიურია, იმდენად, რომ ზოგჯერ ფიქრისთვის დროც არ რჩება და დაუფიქრებლად მოქმედებს. მამაკაცი, რომელიც მასში ყოველთვის გააღვიძებს ვნებას-იდეალური პარტნიორია. თუმცა, მას კარგი იუმორი და თმენის უნარიც დასჭირდება.


9.მშვილდოსანი-მგრძნობიარე მამაკაცი

მშვილდოსნები არსდროს იტყვიან უარს რაიმე სიახლის მოსინჯვაზე და სიამოვნებით გაატარებენ დროს საყვარელ მამაკაცთან ერთად. მათ მგრძნობიარე მამაკაცები იზიდავთ, რომელთაც თავისი იუმორის წყალობით დაძაბულობის გნმუხტვა შეუძლიათ. მათ ასევე მოსწონთ, როცა პარტნიორი აქტიური და თამამია.


10.თხის რქა-შრომისმოყვარე მამაკაცი

თხის რქები სერიოზული და ჭკვიანი ხალხია, მათ ისეთი პარტნიორები იზიდავთ, რომელიც ბევრ რამეში ჰგვანან. ამიტომ, მათი პარტნიორი შრომისმოყვარე უნდა იყოს და პარტნიორის გართობაც შეეძლოს.


11.მერწყული-მომხიბვლელი მამაკაცი

მერწყული შემოქმედებითი ნატურაა.მასთან სექსი გულგრილს არავის დატოვებს.თავად კი ვნებიან და მომხიბვლელ მამაკაცებს ანიჭებენ უპირატესობას.მათთვის აუცილებელია გვერდით ისეთი პარტნიორი ჰყავდეთ, რომელთანაც ურთიერთობისას თავს კომფორტულად იგრძნობენ ნებისმიერ სიტუაციაში.


12.თევზები-რომანტიკული მამაკაცი

თევზები ემოციური ნატურაა. ურთიერთობაში პატიოსნად მოქმედებენ და ასეთივე მზრუნველი მამაკაცი სჭირდებათ გვერდით. თევზები აღმერთებენ რომანტიკას და არასოდეს იღლებიან მისი გამოვლინებით.


0
55
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0