x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96732
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458623
იცით, როგორ ბანაობენ ზღვაში არაბი ქალები?

image


ყველა რელიგიას თავისი აკრძალვები გააჩნია და ჭეშმარიტი მორწმუნენი ამ მკაცრად დადგენილ წესებს არასდროს ღალატობენ. ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ალბათ, რთული წარმოსადგენია, როგორ ახერხებენ არაბი ქალები წარმოუდგენელ სიცხეშიც კი, შავ, სრულიად დაფარულ სამოსში ყოფნას, უფრო მეტიც, მთელი თავისა და სახის ზონის დაფარვას, მაშინ როდესაც მაღალი ტემპერატურის გამო, ზაფხულში, სიცხისთვის თავის დაღწევას ყველა, მოკლე ქვედაბოლოებითა და მსუბუქი, ღია მაისურებით ცდილობს. მაგრამ, რას ვიზამთ, ასეთია მუსლიმი ქალის ხვედრი.


imageimage

თუმცა, არც თუ ისე უიმედოდ არის საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ქალბატონებისთვის საგანგებოდ, სპეციალური პირობები იქმნება, რათა მათ თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ და ცხელ ამინდში წყალში გაგრილება მათაც შეძლონ. მაგალითად, რესტორნებში არა მხოლოდ მათთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები არსებობს, არამედ საგანგებოდ, მხოლოდ მუსლიმი ქალებისთვის მოწყობილი პლაჟებიც კი ფუნქციონირებს, თუმცა ამით მხოლოდ არაბეთის გაერთიანებული საამიროები თუ დაიკვეხნის. ამიტომ, მუსლიმი ქალები ყველაფრისდა მიუხედავად, გასაგრილებლად წყალში ჩასვლის გზებს თუნდაც, ტრადიციული, სამოქალაქო სამოსითა და ჰიჯაბში გამოწყობილები მაინც ახერხებენ, რომლებიც მათ სხეულსა და თავს მთლიანად უფარავს. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ევროპელებისთვის საკმაოდ უცნაურად და არაკომფორტულად გამოიყურება, მაგრამ...


imageimage

თუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მუსლიმი ქალებისთვის სპეციალური, "საცურაო კოსტიუმებიც" არსებობს, რომლებსაც "ბურკინი" ეწოდება.


image


ქსოვილი დასველების შემთხვევაში გამჭირვალე არ ხდება, ამიტომ გოგონები მათ სისტემატურად იყენებენ, მისი კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი - სპეციალური ქუდია, რომელიც ჰიჯაბის როლს ასრულებს.


image


თუკი, მუსლიმ ქალს ხელთ შემთხვევით "ბურკინი" არ აღმოაჩნდება, არც ეგ იქნება დიდი პრობლემა, ისინი ჩვეულებრივ, თავისი მრავალფენიანი ტრადიციული სამოსითაც, ზღვის ტალღებში, მცხუნვარე მზის ქვეშ, მშვენივრად გრილდებიან.


image


0
335
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
335