x
მეტი
  • 18.11.2019
  • სტატია:96646
  • ვიდეო:343683
  • სურათი:458537
"მარტო ის გვაწუხებს, ვის რა აცვია, ვინ სად დადის, ვინ ვისთან წვება"
image
მამა პეტ­რე კოლ­ხმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და იმ ადამიანებს გამოეხმაურა, რომლებმაც მისი შვილი თმის ფერის შეცვლის გამო გააკრიტიკა.

“რა მოხდა, თურმე!..
“მარიმ თმები თეთრად შეიღება, მამა პეტრე რა ცუდი ადამიანია, როგორ მისცა სტუდენტ გოგონას იმის უფლება, რომ თმის სტილი თავად შეერჩია. ამიტომ გვემხობა თავზე ყველაფერი, ასეთი ოჯახები რომ არსებობს, სადაც “ყველა თავის ჭკუაზე დადის”!..
P.S. ამაზე მსჯელობაც არ ღირს… ძალიან მალე მთვარეზე შეიძლება კორპუსები ააშენონ, იაპონიამ სახლები გამოიგონა, მიწისძვრის დროს ჰაერში რომ იწევა… საცობსაწინააღმდეგო ტაქსები დგას რიგში… მეცნიერება წინ მიიწევს…
აქ, ჩვენთან კი, გავძეგლდით და მარტო ის გვაწუხებს, ვის რა აცვია, ვინ სად დადის, ვინ ვისთან წვება, რომ წვება, რატომ წვება… ვიღაც რომ იცინის, რატომ იცინის, ან ამდენი გლოვა რატომ არის საჭირო… თუ ვინმე ბედნიერია, რა აბედნიერებს იმ უბედურს, ტიტანიკი რომ ჩაიძირა არ იცის?!
დავანებოთ სხვის ცხოვრებას თავი, თორემ ჩვენი ისე ჩაგვიქროლებს, თვალის დახამხამებას ვერ მოვასწრებთ…
ჩვენ ისე ვიცხოვროთ, როგორც გვესმის, სხვა თავად გადაწყვეტს თმის ღერი თეთრი ექნება თუ იისფერი…
მიყვარხართ!”, - წერს მამა პეტრე კოლხი.


სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზის, პეტრე კვარაცხელიას შვილმა, მარიამ კვარცხელიამ იმიჯი შეიცვალა. გოგონამ თმა ქერად შეიღება.

მარიამის ახალმა სტილმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ზოგმა მოუწონა გოგონას ახალი იმიჯი, ზოგმა კი გააკრიტიკა.



image

0
174
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0