x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ცხოვრობს ულამაზესი შვედი მფრინავი ქალი მალინ რიუდკვისტი

image არიან ქალები და გოგონები, რომლებიც არღვევენ სტერეოტიპებს და ისეთ პროფესიებს ირჩევენ, სადაც როგორც წესი ძლიერი სქესის წარმომადგენლები ჭარბობენ.
ერთერთი მათგანია შვედი მალინ რიუდკვისტი, რომელმაც დაარღვია სტერეოტიპი და უზარმაზარ ლაინერს მართავს.
მალინი არაა მხოლოდ ლამაზი გოგონა, ის ძალიან გამბედავიცაა, რადგამ გოგონასათვის ასეთი პროფესიის არჩევა მისთვის არცერთ ოჯახის წევრს არ ურჩევია, მან თავად მიიღო გადაწყვეტილება გამხდარიყო მფრინავი და დღეს უზარმაზარ ლაინერს "Боинг-737"-ს მართავს. შვედ გოგონას ორი მიდრეკილება აქვს, პირველია მფრინავის პროფესია და მეორეა-იოგა, რომლის აქტიური მიმდევარია მალინი. არა აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის აეროპორტში დაეშვება მისი თვითმფრინავი, მალინი შტურვალს შორდება და იოგას ასანების შესრულებას იწყებს ტანსაცმლის გამოცვლისთანავე.
მფრინავი გოგონას მიკრო ბლოგს იოგასთან დაკავშირებით უკვე 216 000 ხელმომწერი ჰყავს. გოგონას პირად გვერდზე კი მის გულშემატკივრებს ელოდებათ, გოგონას მიერ შესრულებული ასანები ულამაზესი პეიზაჟების ფონზე.
მალინი იოგათი დაინტერესდა და ვარჯიში დაიწყო პროფესიონალი ინსტრუქტორის დახმარებით მას შემდეგ, რაც 2008 წელს "სნოუბორდით" სრიალისას ხერხემალი დაიზიანა. მალინმა სცადა ყველა მეთოდი პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა მისი პრობლემის მოგვარება მხოლოდ იოგას დახმარებით გახდა შესაძლებელი. იმ დღიდან მოყოლებული მალინს არ შეუწყვეტია იოგაში ვარჯიში.
მალინის თქმით, იოგა ეხმარება მას მუდამ განწყობაზე იყოს და სხვასაც გადასდოს პოზიტიური განწყობა.
"იოგა საჭიროა, რათა ყოველი დღე ბედნიერი იყო, თავი ძლიერ ადამიანად შეიგრძნო და მშვიდად იყო ნებისმიერ სიტუაციაში"-განაცხადა მან.
ჩრდილოელი მშვენიერი მფრინავი გოგონა დღეს ცხელ ესპანეთში ცხოვრობს, ხორვატიაში რამდენიმე წლით ცხოვრების შემდეგ.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage











0
281
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
281