x
მეტი
  • 22.11.2019
  • სტატია:96758
  • ვიდეო:343746
  • სურათი:458651
შორენა ბეგაშვილი კამერების წინ ატირდა - "ჩვენ ერთად ვცხოვრობდით საგურამოში და პირიქით მათ დაგვინგრიეს ოჯახი…"
image
პოპულარული მსახიობი შორენა ბეგაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, გადაცემა „პროფილში“ პირად ცხოვრებაზე საუბრობს.


გადაცემაში ტელეწამყვანი წარსულის სასიყვარულო ურთიერთობებზე ღიად ალაპარაკდა და ზოგიერთი მომენტის გახსენებისას ცრემლიც ვერ შეიკავა.


როგორც შორენა ბეგაშვილი ამბობს, რომ მის ცხოვრებაში იყო დიდი გრძნობა, თუმცა ვერ გაუფრთხილდა.


ტელეწამყვანი დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან ურთიერთობასაც იხსენებს და საზოგადოების კრიტიკას კიდევ ერთხელ პასუხობს.



“მე ვიყავი ერის დამშლელი ცოლი… ჩვენ ერთად ვცხოვრობდით საგურამოში და პირიქით მათ დაგვინგრიეს ოჯახი… ერთ დღეს მოხდა ისე რომ...მოდი შენ მეფე გახდები და ახლავე, მოიცა შორენას სახლში გავუშვებ…“

ანონსის ბოლო ნაწილში ტელეწამყვანი შურისძიებაზეც საუბრობს, თუმცა კონკრეტულად ვისი მისამართით აპირებს შურისძიებას ანონსიდან არ ჩანს.


რატომ იტირა შორენა ბეგაშვილმა გადაცემა "პროფილში" და ვისზე აპირებს ის შურისძიებას, გადაცემის შემდეგ გაირკვევა.





0
980
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
980
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0