x
მეტი
  • 14.11.2019
  • სტატია:96536
  • ვიდეო:343670
  • სურათი:458411
ამ კაცმა საკუთარ ტერიტორიაზე 180 წლის წითელი ხე მოჭრა და 300 ათასი ფუნტით დააჯარიმეს
მშენებელი, რომელმაც ახალი სახლის ასაშენებლად უძველეს ადგილობრივ ტყეში 100-ზე მეტი წლის ხეები მოჭრა, 300 ათასი ფუნტით დააჯარიმეს.


საურო - მჩეხავი

image

49 წლის ფიორენცო საურომ 80 სახლის ასაშენებლად 70 დაცული ხე შეიძინა, რომელიც უკანონოდ მოჭრილი იყო.


წითელი ხე სუონსში, სამხრეთ უელსში ერთ-ერთი პირველი ხე იყო დიდ ბრიტანეთში, რომელიც 1842 წელს დარგეს.

საურო და მისი ფირმა Enzo Homes LTD სამხრეთ უელსში ხეების შენარჩუნების კანონის დარღვევაში დამნაშავეებად აღიარეს.

მენარდე, რომელიც ხეების უკანონოდ მოჭრას აწარმოებდა, უძველესი ტყის მასივის განადგურების გამო კიდევ 120 ათასი ფუნტით დააჯარიმეს.

საურომ თქვა, რომ ეს სრულად შემთხვევით მოხდა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ მან 80 ახალი სახლის ასაშენებლად ხეების მოჭრა „წინასწარ“ ბრძანა.

image

სამხრეთ უელსის სასამართლომ საურო და მისი კომპანია Enzo Homes LTD 300 ათასი ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა.

კომპანიას და მის დირექტორს ასევე საერთო ჯამში 15 ათასი ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწიათ, რომ სასამართლო პროცესების ხარჯები დაეფარათ.

მბრალდებელი, ანაბელ გრემ-პოლი აცხადებს, რომ ეს წინასწარ განზრახული დანაშაული და კანონის უგულებელყოფა იყო.

სინანული

„მოჭრილი ხეები შეუცვლელ ბუნებრივ რესურსს წარმოადგენს. მათი კვლავ აღდგენა ვერ მოხერხდება. უზენაეს მოსამართლემ, სოუნსიმ მოუსმინა, რომ საუროს ხეების მოჭრისგან „არანაირი ფინანსური მოგება“ არ მიუღია და მოჭრილი ხეების აღდგენის პროგრამაში მონაწილეობს.“

ალექს გუდმანი, რომელიც დამნაშავეს წარმოადგენს, ამბობს: „საურომ თავისი ხარჯებით ხეების ალტერნატივა იპოვა და მათ სათბურებში ზრდიან“.

image

ეს საუროს სინანულს გამოხატვას.

მოსამართლე ნილ ტომასი ამბობს: „ფულადი ღირებულებით ზიანის შეფასება მიჭირს. ზიანი გაცილებით დიდია“.

თანამონაწილე

თვითდასაქმებულმა მენარდემ, არვინ მორგანმა 90 ფუტი ხე მოჭრა, რომლებიც 1842 წლით იყო დათარიღებული, რომ ახალი სახლებისთვის ადგილი გაეთავისუფლებინა.

მორგანი 120 ათასი ფუნტი სტერლინგით დააჯარიმეს და სასამართლო ხარჯების დასაფარად დამატებით 2000 ფუნტი სტერლინგის შეტანა დაავალეს.

image

უზარმაზარი ხე 1842 წელს დარგეს, ზუსტად 10 წლით ადრე, სანამ მარადმწვანე სეკვოიას თესლი ამერიკიდან დიდ ბრიტანეთში გავრცელდებოდა.

ის ბოტანიკით გატაცებულმა ჯონ ლეველინმა დარგო, რომელმაც ხე მთელ მსოფლიოში გაავრცელა.


ასევე დაგაინტერესებთ:

დიდ ბრიტანეთში პირველი 3D-“ზებრა“ გააკეთეს. ის ყველას აფერხებს!

image

აი, როგორ იყენებენ პლასტმასის თავსახურებს ესპანეთში

image

მარტივი იდეა, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

image

შვეიცარიაში კატებისთვის კიბეებს აკეთებენ, რომ მათ თავისით სეირნობა შეძლონ

image

ფინეთში ყველა ორსული ქალი ასეთ ყუთს იღებს. ის, რაც შიგნით არის, აუცილებლად გაგახარებთ!

image

გერმანიაში ბოლო ცხოველების ფერმა დაიხურა

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
596
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
596