x
მეტი
  • 22.11.2019
  • სტატია:96758
  • ვიდეო:343746
  • სურათი:458651
"ყველაფერს თან ვერ წაიღებ" - რაში ხარჯავს მილიონებს ჰარი პოტერის ავტორი
image



ქველმოქმედთა შორის უამრავი ლამაზი ქალბატონია. დღეს მოდით ვისაუბროთ ერთ-ერთ გამორჩეულზე "ჰარი პოტერის" ავტორზე, ბრიტანელ მწერალზე, სცენარისტზე და კინოპროდიუსერზე, ჯოან როულინგზე.


ჩვენ ყველამ ვიცით, რითი შეძლო ჯოან როულინგმა თავისი სიმდიდრის დაგროვება. მისი წიგნის 500 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი გაიყიდა მსოფლიოში სულ 7, 7 მილიარდი დოლარის ოდენობით. რვა ფილმმა ჰარი პოტერზე ასევე დააგროვა იგივე თანხა. თუ ამას დავუმატებთ მოგებას თემატური პარკებიდან, აუდიო წიგნებისგან, საიტ Pottermore.com-დან და ასე შემდეგ, დავრწმუნდებით, რომ მწერალი უკვე დიდი ხანია მილიარდერების სიაშია.


ამასთან, როულინგი მილიარდერების რიგებში ყოფნას ქველმოქმედებას უფარდებს. დღემდე, მან ქველმოქმედებაზე უკვე დახარჯა 200 მილიონი აშშ დოლარი. პირველი მნიშვნელოვანი პროექტი არის 2000 წელს დაარსებული Volant-ის ფონდი, რომლის მიზანია შოტლანდიაში სოციალური იზოლაციის აღმოფხვრა, ასევე ქალების, ბავშვების და მოზარდების მხარდაჭერა, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში აღმოჩნდნენ.



2005 წელს მწერალმა მეგობართან ბარონესა ემა ნიკოლსონთან ერთად დააფუძნა ფონდი Lumos-ი, რომელიც იცავს ბავშვთა უფლებებს.



ფონდის დამფუძნებლები ირწმუნებიან, რომ ბავშვთა სახლები მიტოვებული ბავშვებისთვის დახმარების არაეფექტური, საკმაოდ მავნე ფორმაა. წლების განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა: ბავშვთა სახლების ბავშვების 80% -ს სულ მცირე ერთი ცოცხალი მშობელი ჰყავს. ფონდის მისიაა, ამგვარი ბავშვის ახლობლების ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და ოჯახების გაერთიანებაში დახმარება.


2010 წელს როულინგის მიერ შემოწირულმა 16 მილიონმა დოლარმა ხელი შეუწყო ედინბურგის უნივერსიტეტში ანა როულინგის სახელობის რეგენერაციული ნევროლოგიის კლინიკის გახსნას.


მწერლის დედა გარდაიცვალა 1990 წელს, 45 წლის ასაკში, გაფანტული სკლეროზის გართულებებისგან და ვერ იცოცხლა ქალიშვილის პირველი წიგნის გამოქვეყნებამდე. ჯოან როულინგი აფინანსებს კლინიკურ კვლევებს, რომელთა საბოლოო მიზანია ეფექტური მკურნალობის მეთოდის პოვნა იმ დაავადებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ დაუმარცხებელია. გასულ კვირას მან კლინიკაში გადარიცხა კიდევ ერთი ტრანზი 18 მილიონი დოლარი.


ქველმოქმედების კიდევ ერთი ტიპი, რითაც დაკავებულია ჯოან როულინგი, არის გადასახადების სრული გადახდა ბრიტანეთის საგადასახადო სისტემის ზედა ბარიერზე - 45%-ზე.




0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0