x
მეტი
  • 22.11.2019
  • სტატია:96758
  • ვიდეო:343746
  • სურათი:458651
მადონა კოიძის სამზარეულო შეამოწმეს - რა პირობებია მთავარი კონტროლიორის ოჯახში?
image


მოხდა ის, რისი ინტერესიც ყველას ჰქონდა -- ქვეყნის მთავარი კონტროლიორის, მომხმარებელთა ასოციაციის პრეზიდენტის მადონა კოიძის ოჯახის სამზარეულო შეამოწმეს. პოპულარული სატელევიზიო შოუ „სახალხო კონტროლის“ ერთერთი წამყვანი და მთავარი მოქმედი პირი მადონა კოიძე პოპულარული ორი წელია გახდა. გადაცემა ჯერ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში გადიოდა, არხის დახურვის შემდეგ კი მან „სტარვიზიის“ და აჭარის ტვ25-ის ეთერში გადაინაცვლა.


მადონა კოიძის მისამართით სულ უფრო ხშირად გაიგონებდით ფრაზას, რომ რადგან ის ასეთი დაუნდობელი და პრეტენზიული იყო სხვა სამზარეულოების მიმართ, კარგი იქნებოდა მას საკუთარი სამზარეულოც გაესაჯაროებინა. ასე რომ, დღემდე ინტერესი არ ცხრება იმაზე, თავად როგორი სამზარეულოთი სარგებლობს ქვეყნის მთავარი კონტროლიორი.


მას სახლში მოულოდნელად კამერების თანხლებით მიადგა ტელეკომპანია „იმედის“ პოპულარული გადაცემა „სხვა რაკურსის“ ავტორი და წამყვანი გია ჯაჯანიძე. მადონა კოიძემ იცოდა, რომ ჯაჯანიძე მასთან მხოლოდ 5 წუთით კამერების გარეშე მიდიოდა. კარის გახსნის შემდეგ მთავარი კონტროლიორი გაკვირვებული დარჩა, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ძალიან ბევრს სურდა მის სამზარეულოში შეხედვა და ამით ბევრს აუსრულდა ოცნება.



კოიძის სამზარეულოში ფანჯრებზე არც აბლაბუდები აღმოჩნდა და არც ანტისანიტარია, თუმცა თავადვე აღიარა ერთი დარღვევა - მაცივარის გახსნისას ჩანდა, რომ კვერცხი კონტეინერში არ იდო.

.


პოპულარული გადაცემა „სახალხო კონტროლი“ ბოლო ხანს ტელეკომპანია „სტარვიზიას“ ეთერში გადიოდა, თუმცა აგვისტოს შემდეგ საზაფხულო არდადაგების შემდეგ ეთერში აღარ გასულა. ახალი სეზონიდან გადაცემა გაჩერებულია და საეთერო ბადეში ჯერ არ მოხვედრილა. არც გადაცემის პროდიუსერს მარიკა ხიდურელს, არც ლიზა ვადაჭკორიას და არც მადონა კოიძეს არ გაუკეთებია განმარტება, რატომ არ გადის სექტემბრიდან გადაცემა ეთერში. ამ ეტაპზე უცნობია, როდის აღდგება ყველაზე მოთხოვნადი გადაცემა. თუმცა, მისი რეგიონული ვერსია, რომელიც მხოლოდ აჭარის მასშტაბით მზადდება, ეთერში ჩვეულებრივად გადის.


image

0
298
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0