x
მეტი
  • 22.11.2019
  • სტატია:96758
  • ვიდეო:343746
  • სურათი:458651
საღეჭი რეზინის დაღეჭვა და მუშტის შეკვრა: ძალიან მარტივი მეთოდები მეხსიერების გასაუმჯობესებლად
ზოგჯერ ადამიანი ცუდ მეხსიერებას უჩივის, როცა რაღაც მნიშვნელოვანი ავიწყდება. პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს ასაკი ან სრულად სხვა რამ.

image

თუმცა უნდა იცოდეთ, რომ საკმაოდ მარტივი მეთოდების დახმარებით მეხსიერების გაუმჯობესებას შეძლებთ. აი, რამდენიმე მათგანი.


ტვინის საკვები


image

გაიხსენეთ დრო, როცა დედა გეუბნებოდათ, რომ თევზი გეჭამათ, რადგან ასე მეხსიერების გაუმჯობესებას შეძლებდით. დედა მართალი იყო. თევზის ძალიან ბევრ სახეობაში შემავალი ომეგა 3 მეხსიერების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ასევე პერიოდულად ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვათ. ისინი ანტიოქსიდანტებს შეიცავენ, რომლებიც ტვინის უჯრედებს იცავენ.


ვარჯიში

image

ასე არა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ, არამედ თქვენ უკეთესი მეხსიერება გექნებათ და ახლა დამახსოვრება აღარ გაგიჭირდებათ. მეცნიერების აზრით, დღეში 10 წუთი ვარჯიში მეხსიერებაზე დადებით გავლენას ახდენს.


საჭირო რაოდენობის ძილი

image

ძილის დროს ტვინი არ ისვენებს, მუშაობს და მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს და მათ შენახვაში გეხმარებათ. კიდევ ერთი საბაბი, რომ კარგად გამოიძინოთ.


საღეჭი რეზინა

image

ჩატარებული კვლევების მიხედვით, საღეჭი რეზინის რეგულარული გამოყენება მოკლე მეხსიერებას აუმჯობესებს, ასევე დაგეხმარებათ ამოცანის შესრულების დროს უფრო კონცენტრირებული იყოთ. მეთოდი ნამდვილად მუშაობს.


სტრესი გააკონტროლეთ

image

მცირე რაოდენობით სტრესი ორგანიზმისთვის სასარგებლოა, რადგან ასე თქვენს მწარმოებლობას ზრდით. ინტენსიური სტრესი დამახსოვრების პროცესში ერევა და მოგონებების კოდირებას ხელს უშლის. მოკლედ, სტრესი გააკონტროლეთ და აღმოაჩენთ, რომ თქვენი ფიქრები უფრო მკაფიოა.


სისხლში რკინის ნორმალური დონე შეინარჩუნეთ

image

ტვინის მუშაობაზე რკინის დონე გავლენას ახდენს. ამ ნივთიერების დეფიციტის დროს ტვინს დამახსოვრება და ამოცანის შესრულებაზე კონცენტრირება უჭირს. რკინით მდიდარი პროდუქტები მიირთვით და ვიტამინები მიიღეთ.


მუშტები შეკარით

image

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, კვლევამ აჩვენა, რომ ინფორმაციის დამახსოვრებამდე მარჯვენა მუშტის შეკვრა და შემდეგ ინფორმაციის გახსენებამდე მარცხენა მუშტის შეკვრა ინფორმაციის შენახვის პროცესში ნამდვილად დაგეხმარებათ.

ასეთი უცნაური იდეა მოქმედად ითვლება, რადგან მუშტების შეკვრა ტვინის სხვადასხვა ნაწილებს ააქტიურებს, რაც ინფორმაციის დამუშავებას ხელს უწყობს.


ერთ ამოცანაზე კონცენტრირება გააკეთეთ

image

მრავალი ამოცანის შესრულება შეიძლება რთული იყო. სწორედ ამიტომ, ჯერ ერთი პრობლემა მოაგვარეთ და ნელ-ნელა სხვა საქმეებსაც მიხედეთ. ასე პროცესი გამარტივდება და დამახსოვრება არ გაგიჭირდებათ.


წითელი ღვინო დალიეთ

image

წითელი ღვინო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და მეხსიერების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, ზომიერად უნდა დალიოთ. თუ ალკოჰოლს არ სვამთ, იცოდეთ, რომ ამ ნივთიერებას ყურძენი და მისი წვენი შეიცავს.


ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, თუ არა, რომ არსებობს ფერი, რომელიც თქვენს თვალს აზიანებს

image

8 რიტუალი, რომელიც მხედველობას 100 %-ით დაგიბრუნებთ

image

სცადეთ, უსახელო თითი 20 წამით გამართოთ

image

100 დაავადების სამკურნალო წერტილი: რა მოხდება, თუ მას ყოველდღე დაიმასაჟებთ

image

„ტვინს არ უყვარს ცხიმი, ალკოჰოლი და თამბაქო, მაგრამ უყვარს...“ - ნეიროქირურგი ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

image

რომელ საათზე უნდა დაწვეთ, რომ დილით თავი მხნედ იგრძნოთ

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
111
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
111