x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 ნაკლებად ცნობილი ფაქტი თბილი წყლის სასარგებლო თვისების შესახებ

ყველასთვის ცნობილია, რომ წყალი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია და რომ გაუწყლოვების შემთხვევაში, ის ფუნქციონირებას წყვეტს. ასევე ვიცით, რომ სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე, დღეში 30 მლ. წყლის მიღება არის საჭირო და რომ წყალი, საკვების მიღებამდე, ნახევარი საათით ადრე ან მიღებიდან 1 საათის შემდეგ უნდა დავლიოთ. მაგრამ, წყლის ტემპერატურულ რეჟიმზე, ალბათ, ბევრი ჩვენგანი არც დაფიქრებულა. უმრავლესობა, ხომ ზაფხულში ცივ წყალს სვავს, ხოლო წლის სხვა სეზონებზე, – ჩვეულებრივ, სასმელი წყალი ოთახის ტემპერატურის არის.

მაგრამ, ორანიზმისთვის მხოლოდ იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, ვსვავთ, თუ არა საჭირო რაოდენობის წყალს, არამედ, წყლის ტემპერატურული რეჟიმიც მნიშვნელოვანი ყოფილა. იმისთვის, რომ წყალმა წყურვილის მოკვლის გარდა, სხვა სარგებლობაც მოგვიტანოს, ის თბილი უნდა მივიღოთ. ალბათ, ბევრი იკითხავს, თუ რამდენად თბილი უნდა იყოს? ამიტომ, აქვე გეტყვით, იმდენად თბილი, რამდენიც ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურაა, უმეტეს შემთხვევაში, ეს – 36, 5 გრადუსია.

ახლა კი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სარგებლობა მოაქვს ჩვენი ორგანიზმისთვის თბილ წყალს (წყალი არ უნდა იყოს გადადუღებული და შეგრილებული, ის შემთბარი უნდა იყოს!).



სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება


image


სისხლის მიმოქცევა ბევრად გაუმჯობესდება, თბილი წყლის მოხმარების შემთხვევაში. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის და კუნთების ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა, თბილი წყალი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.



ნივთიერებათა ცვლის პროცესის მოწესრიგება


image
თბილი წყლის სმის შემთხვევაში, ნივთიერებათა ცვლის პროცესიც უმჯობესდება. ეს კი დადებითად მოქმედებს სხვა ორგანოების ფუნქციონირებაზე. საერთოდ, სასურველია, თუ ადამიანი დილას, ჭიქა თბილი წყლით დაიწყებს. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ნაწლავები და საჭმლის მომნელებელი სხვა ორგანოები ამუშავდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილ წყალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუ ადამიანს ყაბზობა აწუხებს და მისი ეფექტი, ამ მხრივ, უფრო გაიზრდება, თუ წყლის ტემპერატურა უფრო მაღალი, დაახლოებით, 60 გრადუსამდე იქნება.



გაცივებისგან განკურნება


image
თბილი წყლის მეშვეობით გაცივების, ხველების და ყელის ტკივილისგანაც შეიძლება განკურნება. მას შეუძლია ნახველის გათხელება და მისი ორგანიზმიდან გამოყვანა. გარდა ამისა, ის ასუფთავებს სასუნთ გზებს და ყელის ტკივილსაც ამცირებს.



მენსტრუალური ტკივილის შესუსტება


image
ბევრი ქალი, მენსტრუალური ციკლის დროს, ტკივილს განიცდის. თბილი წყალი კი, დამამშვიდებელ გავლენას ახდენს მუცლის კუნთებზე, რაც თავის მხრივ, სპაზმების სიხშირეს ამცირებს, ან საერთოდ აქრობს.



დეტოქსიკაცია


image
თბილი წყალი საუკეთესო საშუალება ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოსადევნად. თუ ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, მისი მიღების შემთხვევაში, სხეულის ტემპერატურა იზრდება და მავნე ნივთიერებები ორგანიზმიდან ოფლის სახით გამოიყოფა. ამიტომ, ორგანიზმის გაწმენდის სურვილის შემთხვევაში, თბილი წყალი კარგი საშუალებაა და უფრო ეფექტური იქნება, თუ მას ლიმონსაც დავამატებთ.



დაბერების პროცესის შენელება


image
თბილი წყლის მიღების კიდევ ერთი მიზეზი, დაბერების პროცესის შენელება შეიძლება იყოს. ის კანის უჯრედებს აღადგენს, აუმჯობესებს მის ელასტიურობას და სიმტკიცეს მატებს. შედეგად — კანი უფრო გლუვი და ლამაზი ხდება. ამასთან, თბილ წყალს ფორების გაწმენდა და აკნეს გამომწვევი ზოგიერთი ინფექციის დამარცხებაც შეუძლია.



ლამაზი თმა


image
თბილი წყლის წყალობით, თმის გალამაზებაც შესაძლებელია — ის უფრო რბილი და მორჩილი ხდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ თბილი წყალი თმის ძირებში არსებული ნერვული დაბოლოებების აქტივაციას იწვევს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თმის ზრდისთვის და მისი ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, თმაც უფრო სწრაფად იზრდება.

imageimageimageimageimageimageimage








0
248
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0