x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96732
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458623
მეცნიერებმა ჰიპერსექსუალობის გამომწვევი მიზეზი დაადგინეს
image

წარსულში სექსში აღვირახსნილი, თავაშვებული ადამინი ჯანმრთელად ითვლებოდა-მათ უბრალოდ სექსუალურად შეპყრობილ ადამიანებს უწოდებდნენ, ამჟამად ტერმინი შეიცვალა და ასეთ ადამიანებს "სექსზე დამოკიდებულებს" უწოდებდნენ, რომლელთა დიაგნოზია" ჰიპერსექსუალური აშლილობა", 2010 წლიდან ჯერ აშშ-მ DSM5 -ში(ფსიქიური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო)და შემდეგ ევროპამ, შესწორება შეიტანა "დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში"(ICD).



ცნობილი სტანდარტული კლიშეა მსოფლიო საზოგადოებაში:თუ მამაკაცი ეწევა აღვირახსნილ სექსუალურ ცხოვრებას -ეს არ ნიშნავს, რომ იგი არამზადაა ან მანიაკი, თუ ქალი ეწევა მსგავს ცხოვრებას, მას სულ ერთი სიტყვით ახასიათებენ, კარგად იცით რით და გამეორება საჭირო არცაა.



სენი ცნობილი იყო, აი მისი გამომწვევი მიზეზი უცნობი და როგორც ჩანს ესეც უკვე დადგინა-მიზეზი ჰორმონალურია, ამტკიცებენ უპსალას უნივერსიტეტის(Department of Neuroscience at Uppsala University, შვედეთი) და კაროლინსკას ინსტიტუტის მკვლევარები(Andrology/Sexual Medicine Group (ANOVA) at Karolinska Institutet).




ადრიან ბოსტრიომის (Adrian Boström)ხელმძღვანელობით, შვედებმა ათეულობით ჰიპერექსუალური პაციენტის სისხლი შეადარეს იმ ადამიანების სისხლს, რომელთა სქესობრივი ცხოვრება ზომიერი იყო. ყურადღება გაამახვილეს ეგრეთ წოდებულ პიგენეტიკურ პროცესებზე, კერძოდ კი მეთილაციაზე, რის შედეგადაც გარკვეული გენების აქტივობა საჭიროებისამებრ ჩახშობილია.


მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ "სექსზე დამოკიდებულებში" მეთილაცია თავისთავად არის დარღვეული - ის საკმაოდ დუნეა იმ გენომის მონაკვეთებში, რომლებიც დაკავშირებულია ჰორმონი- ოქსიტოცინის სინთეზთან. მის გამოყოფაზე პასუხისმგებელი გენი "შეუზღუდავი" ხდება და ამ ჰორმონს ჭარბი რაოდენობით წარმოქმნის. რბილად რომ ვთქვათ, პროვოცირებს როგორც კაცებს, ასევე ქალებს.

ოქსიტოცინი აძლიერებს სექსუალურ სურვილს და სექსისგან მიღებული სიამოვნების წყურვილს. მაგრამ რაც მთავარია: იგი ხელს უწყობს ორგაზმის მიღწევას - ყველა სასიამოვნო შეგრძნებას, რომელიც თან ახლავს ამ რთულ ნეიროენდოკრინულ პროცესს. ჰორმონს აქვს ნარკოტიკების მსგავსი მოქმედების უნარი - განსაკუთრებით გადაჭარბებული დოზის შემთხვევაში მგრძნობიარე ადამიანებში იწვევს დამოკიდებულებას, საიდანაც იწყება უკვე ჰიპერექსუალური აშლილობა.



ოქსიტოცინის გარეშეც შეუძლებელია - ეს ჰორმონი ზრდის ადამიანების ნდობას ერთმანეთთან და ხელს უწყობს ჰეტეროსექსუალმა მამაკაცმა შეიყვაროს ჰეტეროსექსუალი ქალი ან პირიქით.


რა უნდა გაკეთდეს, რომ ოქსიტოცინის ჰორმონი ზომიერი იყოს, ჯერჯერობით მეცნიერებისთვის უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საჭიროა იცოდეს ეს საზოგადოებამ.

სტატისტიკის მიხედვით, ჰიპერექსუალური პაციენტები - დედამიწის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 5-6 პროცენტია, ანუ თითქმის 500 მილიონი ადამიანი და ”ავადმყოფური აშლილობა”, როგორც ფსიქიატრები მოწმობენ, საკმაოდ მრავალფეროვანია: პორნოგრაფიაზე და მასტურბაციაზე დამოკიდებულიდან დაწყებული და გარკვეული რისკიანი სექსის სურვილით დამთავრებული - ლიფტში, ტაქსში, სასაფლაოზე, თვითმფრინავში და ა.შ.


მსგავს პაციენტებზე "მუშაობენ" ფსიქოლოგები, მედიკოსები უწერენ დამაწყნარებელ ტაბლეტებს, "მკურნალობენ" როგორც წესი, მდიდარ პაციენტებს სპეციალიზირებულ კლინიკებში, ასეთი პროცედურები გაიარეს: კევინ სპეისმა, ჰარვი ვაინშტეინმა, ტაიგერ ვუდსმა, ქეით მოსმა, ელი მაკფერსონმა, სელენა გომესმა და სხვა.













0
1374
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0