x
image
beko777
Mediator image
„ჩხოროწყუობა 2019 - კოლხური შემოდგომა“, სამაგალითო სახალხო ზეიმი
imageბევრი მსმენია მეგრული სტუმართმოყვარეობის შესახებ, ალბათ ძალიან გამიჭირდება იმ სითბოსა და სტუმარ-მასპინძლობის სიტყვებით გადმოცემა, რომლის საკუთარ თავზე გამოცდის საშვალება მომეცა, 2019 წლის 19 ოქტომბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გამართულ სახალხო ზეიმზე.

წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა 90 წლის იუბილე, სახალხო ზეიმი ულამაზესი ღონესძიებით აღნიშნა, რომელიც ქალაქის მერმა დათო გოგუამ გახსნა, მან წალენჯიხა და ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატ გოგა გულორდავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუასთან ერთად, მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხუთი ადამიანი „საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდებით დააჯილდოვე: - შიო მუჯირს - (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი), ედემ კვირტიას - (მწერალი, პუბლიცისტი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი), არნოლდ ჟვანია - (ღვაწმოსილი მუშაკი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი, წლების განმავლბაში ჩხოროწყუს რაიონის ხელმძღვანელი, საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი), კოტე ვახანია - (განათლების სისტემის ღვაწმოსილი თანამშრომელი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი, დამსახურებული პედაგოგი), აველინა გოგუა - განათლების სისტემის ღვაწლმოსილი თანამშრომელი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი, დამსახურებული პედაგოგი.)

imageimageასევე დავესწარით სოფელ მუხურში პოეტ ლაშა გახარისას სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებასაც, სადაც შემოქმედებითი კოლექტივების მცირე ღონისძიებაც გაიმართა მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად.

imageჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებაზე მომზადებულმა სულგუნმა ეროვნული რეკორდი დაამყარა, რისთვისაც მუნიციპალიტეტს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ. 34 კილოგრამიანი სულგუნი იაგო დარსალიას ხელით მომზადდა.


image

image

imageimageღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის 13 სოფლის კუთხე იყო მოწყობილი, რომლებიც მრავალფეროვანი ნობათითა და ხელნაკეთი ნივთებით უხვად დახუნძლული, დასავლეთის კულტურის აღქმას კიდევ უფრო ამარტივებდა.
დასასრულს გალა კონცერტი გაიმართა რომლის წამყვანადაც ჟურნალისტი ბესიკ ჩუბინიძე მოგვევლინა, ის კვლავაც გამოირჩეოდა პროფესიონალიზმითა და ხალხთან უშუალო კონტაქტის დამყარების პრინციპით, რაც მართლაც არაჩვეულებრივ ეფექტს ახდენს როდესაც მაყურებლის რანგში ხარ.

კონცერტზე სიმღერები შეასრულეს სოფო და ბორის ბედიებმა. სოფო როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა სცენაზე და ჩვეული პროფესიონალიზმით და მომაჯადოვბებელი ხმით დაატკბო ჩხოროწყუს მსმენელი. ახალგაზრდობა სცენაზე მომღერლებთან ერთად ცეკვავდა და და ზეიმობდა, საკუთარი ქალაქის დღესასწაულს.

კულტრურის სამსახურის ხელმძღვანელის ათინა წურწუმიას სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ორგანიზებულობის თვალსაზრისით ღონისძიება აშკარად უმაღლეს ქულას იმსახურებს, - თვალშისაცემი იყო ანსამბლ „მარდუქის“ ხელმძღვანელის სალომე ჩიქოვანის მიერ გაკეთებული ქორეოგრაფიული პერფორმანსი, მთავარ მოედანზე დახატული გაერთიანებული საქართველოს რუკა და ქართული ქორეოგრაფიის უზადო ნიმუშები.

თვალშისაცემი იყო ჩხოროწყუელების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობაც, - არცერთი ინციდენტი მოზეიმე ხალხისგან, არცერთი უარყოფითი ემოცია და საზოგადოებრივი წესრიგის არცერთი დარღვევის ფაქტი, ჯუმბერ იზორიას (პოლიციის უფროსი) სამადლობლად უნდა ითქვას, რომ სახალხო ზეიმმა ასე მშვიდობიანად ჩაიარა...

ტელეკომპანია „ვარსკვლავები“ საკუთარ არხზე (მოგვძებნეთ „იუთუბზე“ და „მაი ვიდეოზე“) წარმოგიდგენთ ჩხოროწყუობის სრულყოფილ ტელე-რეპორტაჟს.

ლელა ფაჩულია (ჟურნალისტი)

imageimageimageimageimageimageimageimage

0
55
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0