x
მეტი
  • 22.11.2019
  • სტატია:96758
  • ვიდეო:343746
  • სურათი:458655
ვარჯიშის დროს თავის ტრავმით სვანეთში სპორტსმენი გარდაიცვალა
image



უბედური შემთხვევა სვანეთში - ჭუბერის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარსგურიში სკოლის სპორტდარბაზში, ვარჯიშის დროს მე-12 კლასელმა გოგა ჩხეტიანმა თავის ტრავმა მიიღო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება. მოგვიანებით ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ა.(ა).ი.პ. მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრისდირექტორმა ჯემალ კვანჭიანმა დაუდასტურა.


„ჩვენ ჭუბერში გვაქვს სპორტდარბაზი, სადაც გვყავს რა თქმა უნდა ექიმი. ეს საწყალი ბიჭი კი სკოლის (სოფ ყარსგურიში) სპორტდარბაზში დადიოდა, მოყვარული სპორტსმენი იყო, რა დროსაც სავარაუდოდ, მიიღო თავის ტრავმა, მერე კი არ მიაქცია ყურადღება.თავი რომ ასტკივდა, შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში და ასე გავიგეთ, გზაში გარდაიცვალა“, - განაცხადა მან.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.



18 წლის ახალგაზრდას ხვალ სოფელში დაკრძალავენ, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

0
126
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0