x
მეტი
  • 22.11.2019
  • სტატია:96758
  • ვიდეო:343746
  • სურათი:458651
ტრაგედიამდე წამებით და წუთებით ადრე - ფოტოები, რომლებიც უბედურ შემთხვევამდე გადაიღეს

image
ყველას გვინახავს ტრაგედიის შემდეგ გადაღებული ფოტოები, თუმცა არის ფოტოები, რომლებიც რამდენიმე წამით ან წუთით უსწრებდნენ ტრაგედიას.


ჩვენ დღეს სწორედ ასეთ ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომელიც სიკვდილამდე წამით ადრეა გადაღებული.

1. ფოტოგრაფი რობერტ ლანდზბერგი სენტ-ჰელენზის ვულკანის ამოფრქვევის დროს დაიღუპა, თუმცა მან ბუნების სახიფათო მოვლენის და ფერფლის კედლის აღბეჭდვა მოასწრო. მან ფირი საკუთარი სხეულით გადაარჩინა

2. 1986 წლის 28 იანვარს კოსმოსური შატლი ჩელენჯერი გაშვებიდან 73 წამში აფეთქდა. ფოტოზე გამოსახული ეკიპაჟის წევრები სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე გადაიღეს.

3. 1998 წლის 5 აგვისტოს ირლანდიის ქალაქ ომაში ეს სურათი აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე გადაიღეს. მამა-შვილი გადარჩა, ფოტოგრაფი — ვერა.

4. 14 წლის კეის სეფსვორდი თვითმფრინავის ბორბლებში იმალებოდა. ჯონ გილსპინი დამწყები ფოტოგრაფი იყო, რომელიც ფოტო-აპარატის ახალ ლინზებს ამოწმებდა და შემთხვევით, თინეიჯერის სიკვდილი გადაიღო.

5. ეს ურუგვაის ავიახაზების თვითმფრინავში, ჩარტერული რეისი #571, გადაღებული ბოლო ფოტოა. თვითმფრინავში რაგბის ახალგაზრდული ნაკრები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. 45-კაციანი ეკიპაჟიდან 27 გადარჩა, თუმცა გადასარჩენად მათ კანიბალიზმს მიჰყვეს ხელი. 72 დღის შემდეგ მაშველებმა გადარჩენილ 16 ადამიანს მიაგნეს.

6. ეს ბოლო სურათია, რომელიც დეივ ჰოლმა ცოლ-შვილს გადაუღო. ოჯახი რეისი MH17-ით ამსტერდამიდან კუალა ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა. თვითმფრინავი რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის თავზე ჩამოაგდეს. დაიღუპა 298 ადამიანი, მათ შორს დეივ ჰოლის ოჯახი.

7. 2015 წლის ნოემბერში, პარიზში ბატაკლანის თეატრში ტერორისტები შეიჭრნენ და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს. ტერაქტამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებულ სელფზე შეყვარებულები, ჟილ ლეკლერი და მარიანა ლაბანანი არიან. თავდასხმას მხოლოდ მარიანა გადაურჩა.

8. პარკურის მოყვარული პაველ კაშინის უკანასკნელი ფოტო. მან ტრიუკის შესრულებიდან ცოტა ხანში წონასწორობა დაკარგა, შენობის სახურავიდან გადავარდა და დაიღუპა.

image

9. ამერიკელი ვარსკვლავი ჯეიმზ დინი თავის პორშესთან. ცოტა ხანში ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

10. ტიტანიკის ერთ-ერთი უკანასკნელი ფოტო.

11. პრინცესა დაიანას ერთ-ერთი ბოლო ფოტო, რომელიც პაპარაცმა საბედისწერო ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე გადაიღო.

12. პოლ უოლკერი ჯდება მანქანაში, Porsche Carrera GT-ში, რომელმაც მისი და მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა.


13. ექთანი, რომელი 1976 წელს ებოლას ვირუსით დაინფიცირდა, შემდეგ კი გარდაიცვალა.


image



0
511
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
511
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0