x
image
ელენე გუმა
"წარმოუდგენელი ამბავია. ოე, ყანა! სოფლის ბოლო!..."- ნიკა გვარამია "რუსთავი 2"- ზე
image

"მთავარი არხის" დაფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყადაღის თემას ეხმაურება.


როგორც გვარამია წერს, "რუსთავი 2"-ის დღევანდელმა მენეჯმენტმა ეტყობა იმეილის მიღებაც არ იცის და პასუხიც არ გასცა ევროპის მთავარ სატელევიზიო ორგანიზაციას.


"რ2-ის ქონება დააყადაღა EBU-მ (ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ).


წარმოუდგენელი ამბავია. ამ გაერთიანების უზარმაზარი ვალი დამხვდა რ2ში მისულს. ჟენევაში წასვლა დამჭირდა ვალის განწილვადებისთვის. ნელნელა ვიხდიდით, თუმცა ქიბარის ყადაღის და ფინანსური პრობლემების გამწვავების შემდეგ, მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი დაგვჭირდა გადავადებისთვის. Nina Nakashidze Tamta Muradashvili აგერ, ვის ებარა ეს საკითხი .

დღევანდელმა მენეჯმენტმა ეტყობა იმეილის მიღებაც არ იცის და პასუხიც არ გასცა ევროპის მთავარ სატელევიზიო ორგანიზაციას. ხოდა მივიღეთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი - EBU-მ ყადაღა დაადო არხის ქონებას.

ოე, ყანა! სოფლის ბოლო!

ps ნუ, ან ყადაღა და მისი შემდგომი პროცესები აწყობთ. ზედ თუ წილების ყადაღას დავამატებთ იმ სასამართლოს მხრიდან, რომელიც შემთხვევით არაფერს აკეთებს, მაშინ გილოცავთ მაგ ექვსმაგ ხელფასს მალე კონტრაქტის სახით საძინებელში თუ ჩამოიკიდებთ"

0
437
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0