x
image
Lerato
ულამაზესი ოთახები გოგონებისთვის – 60 საოცარი იდეა
image


რჩევები მოზარდი გოგონას ოთახის მოსაწყობად: უპირველეს ყოვლისა გახადეთ ის კომფორტული მხოლოდ თქვენი ქალიშვილის ინტერესების, გემოვნების და საჭიროების გათვალისწინებით. მოგეხსენებათ, ერთისთვის რაც მიმზიდველად ჩანს, სხვისთვის შესაძლოა სრულიად მიუღებელი აღმოჩნდეს, მით უმეტეს, როდესაც საქმე აღნიშნულ ასაკს ეხება – ამ დროს უფრო მგრძნობიარეები არიან ბავშვები, უმნიშვნელო პრობლემასაც კი მეტად მტკივნეულად აღიქვამენ. ასე რომ, შეღებეთ კედლები მათი საყვარელი ფერით, შემდეგ კი შეუხამეთ ინტერიერის დეტალები – ფარდები, ფარდაგები, დეკორატიული ბალიშები... შეგიძლიათ ექსპერიმენტის სახით რამდენიმე ფერი გამოიყენოთ – ამით ოთახს საკმაოდ ტრენდულ და თანამედროვე სტილის იერსახეს მისცემთ.


image



შპალერს გააკრავთ თუ შეღებავთ, თქვენი გადასაწყვეტია. თუმცა, სწორედ შერჩეულ ფერსა და ტექსტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასურველი შედეგის მისაღწევად. თუ სურვილი გაქვთ შეღებეთ ოთახი, ამასთან, უფრო პრაქტიკულიც იქნება თუ მუდმივად ცვლილებები და სიახლეები გიზიდავთ – ყოველ წელს შეგიძლიათ გადაღებოთ სასურველ ფრად. ასევე შეგიძლიათ კედლის დეკორი გამოიყენოთ ან სპეციალური დეკორატიული სტიკერები, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ და განაახლოთ.


image


კარადები, სათავსოები, თაროები – მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო თემაა, რომელიც ოთახის სიდიდის მიხედვით უნდა დაგეგმოთ. თუ ფართის სიმცირეს განიცდით, სჯობს ჩასაშენებელი კარადები გამოიყენოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ სათავსოები სწორედ იყოს მოწყობილი, რათა ნივთები აკურატულად და მოზარდისთვის მოსახერხებლად დააწყოთ – ფეხსაცმლისთვის, სამოსისთვის, ქუდებისთვის, შარფებისთვის, თეთრეულისთვის... ცალ-ცალკე გამოყავით ადგილი უწესრიგობის თავიდან ასარიდებლად. კარგი იქნება თაროებს თუ არ გადატვირთავთ პატარ-პატარა უმნიშვნელო ნივთებით, ასე ნაკლები მტვერი დაგროვდება და დასალაგებლადაც უფრო მარტივი იქნება.


image


ოთახის მოწყობისას თქვენი ქალიშვილის მეგობრებზეც იფიქრეთ, რაღა თქმა უნდა, იატაკზე ვერ დასვამთ, ამიტომ შესაფერისი ავეჯი შეარჩიეთ, რათა კომფორტულად იგრძნონ თავი და დრო სასიამოვნოდ გაატარონ. ამ შემთხვევაში, რამდენიმე პუფის ან გასაშლელი, ოვალური ფორმის სავარძლის შეძენაზე იფიქრეთ, რომელიც საკმაოდ პრაქტიკული და მოსახერხებელი ნივთია – ტექსურა და ფერი ინტერიერს შეუხამეთ. ეს ოთახის ინტერიერს თანამედროვე სახეს მისცემს.



image


ასევე მნიშვნელოვანია სამეცადინო კუთხის მოწყობა. სწავლა, ცოდნის მიღება, გამოცდებისთვის მზადება – ეს ყოველივე დიდ კონცენტრაციას მოითხოვს, ამიტომ ეცადეთ მაგიდა და სკამი მოსახერხებელი იყოს. უმჯობესია თუ მაგიდას ფანჯარასთან დადგამთ უფრო მეტი სინათლისთვის.


image

ყურადღება მიაქციეთ განათებას. მაგიდაზე უნდა იყოს ლამპა, ღამის საათებში სწავლის პროცესის დროს ოთახი კარგად უნდა იყოს განათებული. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ დეკორატიული განათების საშუალებები გაოიყენოთ – სხვადასხვა ფორმის, ზომის და ფერის, რაც განსაკუთრებულ მიმზიდველობას შესძენს ინტერიერს.



1.

image2.

image3.

image4.

image5.

image6.

image7.

image8.

image9.

image10.

image11.

image12.

image13.

image14.

image15.

image16.

image17.

image18.

image19.

image20.

imageimage21.
image22.
image23.
image24.
image25.
image26.

image27.

image28.

image29.

image30.

image31.

image32.

image33.

image34.

image35.

image36.

image37.

image38.

image39.

image40.

image41.

image42.

image43.

image44.

image45.

image46.

image47.

image

image48.

image49.

image50.

image51.

image52.

imageimage53.
image54.
image55.
image56.

image57.

image58.
image
59.

image60.

imageimage


ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ ვაქციოთ პატარა აივანი მყუდრო და მიმზიდველ ადგილად – 70 საოცარი იდეა


როგორ მოვაწყოთ ყველაზე მყუდრო ადგილი სახლში – 60 საოცრად კრეატიული იდეა


სატომრე ქსოვილით დამზადებული და გაფორმებული ულამაზესი ნივთები – 70 ორიგინალური იდეა (ნაწილი III)


ბაღების და ეზოების მოწყობა ხრეშის გამოყენებით – 80 პრაქტიკული იდეა


ორიგინალური კიბეები თქვენი სახლისთვის – ინტერიერი და დიზაინი


როგორ გავაფორმოთ სახლი და ეზო ხის კუნძებით – 70 საოცრად ორიგინალური იდეა (ნაწილი II)


ფერთა შეხამება ინტერიერის დიზაინში – 40 კრეატიული სქემა



3
662
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
662
  
2019, 29 ოქტომბერი, 13:50
ძალიან ლამაზია
2019, 29 ოქტომბერი, 13:38
ულამაზესია თითოეული, თან გოგონას დამოუკიდებლობასაც მიაჩვევს.
ერთი ეგაა საქართველოს რეალობაში მოსახლეობის დიდ ნაწილს ასეთი ოთახის მოწყობის საშუალება არა მგონია ჰქონდეს.
თავად სტატია სუპერ!!!
2019, 29 ოქტომბერი, 12:21
ნუთუ ამაზე მხოლოდ უნდა იოცნებო?რამდენი უნდა გქონდეს ხელფასი, რომ შვილს ასე მოუწყო ოთახი და ცხოვრება?((
0 1 3