x
მეტი
  • 22.11.2019
  • სტატია:96758
  • ვიდეო:343746
  • სურათი:458651
გზა დევნილობიდან სუპერმოდელობამდე

image
როგორც ამბობენ, ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და ამ მოსაზრების მართებულობაში ნელ-ნელა გვარწმუნებენ კიდეც საზოგადოების ცალკეული წევრები, თუმცა 19 წლის საოცარი გოგონა-ადუთ აკეჩი, თავისი ისტორიითა და მიღწევებით, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე რეალური მაგალითია ზღვარდაუდებელი შესაძლებლობებისა.
image
ადუთი ულამაზესი ნაკვთებისა და ბავშვური ღიმილის შემდეგ, ყურადღებას საკმაოდ მძიმე ისტორიით იქცევს. იგი სამხრეთ სუდანში დაიბადა, თუმცა 8 წლის ასაკამდე კენიის დევნილთა ბანაკში ცხოვრობდა. როგორ თავად მოდელი იხსენებს, მადლიერი იყო, რადგან სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, კონკრეტულ დღეებში ჰქონდა ცოტაოდენი საკვები და თავშესაფარი.
8 წლის შემდეგ, ადუთი თავის ოჯახთან ერთად, გადავიდა ავსტრალიაში, სადაც გაჭირვებას თან დაერთობულინგი როგორც კლასელების, ისე მასწავლებლების მხრიდან კანის ფერისა და უცნაური სახელის გამო.
image16 წლის ადუთი მელბურნის რამოდენიმე ჩვენებაზე გამოვიდა და ძალიან მალე მოხდა ის, რამაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა: "ავსტრალიაში მოდის კვირეულებში ამიყვანეს, მელბურნში რამდენჯერმე გამოვედი. ერთხელ ჩემი აგენტი აღელვებული ხმით მირეკავს, ძლივს სუნთქავს, მეუბნება: „ახალი ფოტოები უნდა გადაგიღოთ და 3 დღეში პარიზში მიდიხარ, სან ლორანში უნდათ შენი ნახვა!“ იმედები არ დამიმყარებია, საკუთარი თავი უარისთვის მოვამზადე, ამას შევხედე როგორც პარიზში უფასოდ მოგზაურობას. “
imageდღეს ადუთ აკეჩი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია, რომელსაც ხშირად ნაომი კემპბელის გზის გამგრძელებლად მოიხსენიებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ადუთმა თავის ასაკში ბევრად უფრო მეტ წარმატებას მიაღწია, ვიდრე ლეგენდარულმა ნაომიმ.
imageimageimageimageimage







0
88
3-ს მოსწონს
ავტორი:ანი ბალიაშვილი
ანი ბალიაშვილი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0