x
image
თორ ნიკე
Mediator image
მოუსის შკალა - დიდი სიცრუის მამხილებელი
მოოსის შკალა - დიდი სიცრუის მამხილებელი


მოუსის (ან მოოსის) შკალა (Mohs scale) არის შკალა, რომელიც აღწერს მინერალებისა და მეტალების სიმაგრეს. ამ შკალას იყენებენ მაგალითად იმის გასარკვევად თუ რისგან უნდა იყოს დამზადებული რაიმე ხელსაწყო, იარაღი, რომ მან შეძლოს და დაამუშაოს, გაჭრას, ფორმა მისცეს სხვადასხვა მინერალისგან შემდგარ მასალას. ეს შკალა 1812 წელს დიდმა გერმანელმა გეოლოგმა და მინეროლოგმა, ფრიდრიხ მოუსმა (Friedrich Mohs) შეადგინა. აღნიშნული შკალა იწყება 0, 1-დან და ადის 10-მდე. მოუსის შკალით 1 ბალის მქონე მინერალები ყველაზე "რბილია", ხოლო 10 ბალის მქონე - ყველაზე მყარი, მაგარი და დასამუშავებლად ურთულესი. იმისთვის, რომ რომელიმე იარაღმა დაამუშაოს, გაჭრას, ფორმა მისცეს რაიმე მინერალებისგან ან ერთი მინერალისგან შემდგარ მასალას, მაგალითად რომელიმე ქვისგან გააკეთოს ძეგლი, ან გაჭრას ის, გააკეთოს მაგალითად კუბის ფორმის ლოდები, აგურები და გამოიყენოს ისინი სამშენებლო მასალად, ამისთვის საჭიროა, რომ მეტალი, რომლისგანაც დამზადებულია იარაღი, მოუსის შკალაზე აღემატებოდეს სიმკვრივით და სიმყარით გასაჭრელ მასალას. და რაც უფრო უკეთაა საჭირო მასალის დამუშავება, მით მეტად უნდა აღემატებოდეს დასამუშავებლად გამოყენებული იარაღი დასამუშავებელი ან დასაჭრელი მასალის სიმყარეს და სიმკვრივეს მოუსის შკალაზე. სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ ხის მოჭრას ხისგანვე გაკეთებული ცულით შევეცდებით, რაც არანაირ შედეგს არ გამოიღებს. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაც უფრო ახლოსაა მოუსის შკალით იარაღის სიმყარე დასამუშავებელი მასალის სიმყარესთან, მით მეტად რთულია დამუშავება, მით უფრო მალე ბლაგვდება იარაღი და მით უფრო ცუდად იქნება დამუშავებული მასალა.



მინერალები და მათი სიმყარე მოჰის შკალით:


0.2 - 0.3 - ცეზიუმი, რუბიდიუმი.

0.5 - 0.6 - ლითიუმი სოდიუმი, პოტასიუმი.


1 - ტალკი.

1.5 - გალიუმი, სტრონციუმი, ინდიუმი, კალა, ბარიუმი, თალიუმი, ტყვია, გრაფიტი, ყინული.

2 - ჰექსაგონური ბორონის ნიტრიდი, კალციუმი სელენიუმი, კადმიუმი, გოგირდი, თელურიუმი, ბისმუტი, გიფსუმი.

2-2.5 - ჰალიტი (კლდოვანი მარილი), ადამიანის თითის ფრჩხილი.

2.5-3 - ოქრო, ვერცხლი, ალუმინი, თუთია, ლანთანი, კერიუმი, გიშერი.

3 - სპილენძი, ბრინჯაო, კალციტი, დარიშხანი, სტიბიუმი, თორიუმი, დენტინი.

3.5-4 - კირქვა (limestone), მარმარილო (marble).

4 - ფლუორიტი, რკინა (მსოფლიო რკინის იარაღების გამოყენებაზე გადავიდა მხოლოდ ძვ.წ. 1200 წლიდან, ისიც ზოგიერთ რეგიონში ძალიან რთულად მოიკიდა ფეხი ამან, მაგალითად ეგვიპტეშიც კი, რკინის იარაღებზე გადასვლას სრულად დასჭირდა რამდენიმე საუკუნე და მხოლოდ ძვ.წ. მე-8 საუკუნიდან მოხერხდა ეგვიპტეშიც კი სახელმწიფო გადასულიყო დომინანტურად რკინის იარაღების გამოყენებაზე), ნიკელი.

4-4.5 - ფოლადი. ტრავერტინი.

5 - აპატიტი (კბილის ემალი), ცირკონი, პალადიუმი, ობსიდიანი (ვულკანური მინა).

5.5 - ბერილიუმი, მოლიბდენი, ჰაფნიუმი, მინა, კობალტი.

6 - ბაზალტი, ორთოკლაზი, ტიტანი, მარგანეცი, გერმანიუმი, ნიობიუმი, როდიუმი, ურანი.

6-7 - შერწყმული კვარცი, ქვიშაქვა (sandstone), რკინის პირიტი (ის პირველად ადამიანებმა გამოიყენეს ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან დაახლოებით), სილიკონი, რუთენიუმი, ირიდიუმი, ტანტალუმი, ოპალი, პერიდოტი, ტანზანიტი, ნეფრიტი.

7 - ოსმიუმი, კვარცი, რენიუმი, ვანადიუმი.

7.5-8 - ზურმუხტი (emerald), ხელოვნურად გამყარებული ფოლადი (მისი წარმოება მხოლოდ ახ.წ. მე-20 საუკუნეში დაიწყეს), ვოლფრამი, სპინელი, გრანიტი (granite).

8 - ტოპაზი, კუბური ცირკონის ორჟანგი.

8.5 - ქრიზობერილი, ქრომი, სილიკონის ნიტრიდი, ტანტალუმის კარბიდი.

9 - კორუნდუმი (საფირონი, ლალის ქვა...), ტუნგსტენის კარბიდი, ტიტანიუმის ნიტრიდი.

9-9.5 - სილიკონის კარბიდი (კარბორუნდუმი), ცირკონის კარბიდი, ალუმინის ოქსიდი, ბერილიუმის კარბიდი, ტიტანის კარბიდი, ალუმინის ბორიდი, ბორონის კარბიდი.

9.5-10 - ბორონი, ბორონის ნიტირიდი, რენიუმის დიბორიდი, სტიშოვიტი, ტიტანის დიბორიდი.

10 - კარბონადო იგივე შავი ალმასი და ალმასი.

(მეტი ინფორმაცია მოოსის შკალაზე სხვადასხვა ქვის სიმყარის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ ბმულზე: Mohs hardness scale for gemstones).



ახლა დავწეროთ ისეთი ელემენტარული ფაქტები, რაც აღიარებულია და ყველამ ვიცით. კაცობრიობის ისტორია იყოფა 6 მთავარ პერიოდად:


1. პალეოლითი ანუ ძველი ქვის ხანა (Paleolithic) - დაიწყო 3.3 მილიონი წლის წინ და დაახლოებით დასრულდა ძვ.წ. 18, 000 წლისთვის. ამ პერიოდში მშენებლობა ან საერთოდ არ ხდებოდა და ხალხი ბუნებრივ თავშესაფრებს, მაგალითად გამოქვაბულებს აფარებდა თავს ან აშენებდნენ ძალიან პრიმიტიული მეთოდებით. მათ ჰქონდათ მხოლოდ ქვის იარაღები:


პალეოლითის იარაღები



2. მეზოლითი ანუ შუა ქვის ხანა (Mesolithic) - დაიწყო დაახლოებით ძვ.წ. 18, 000 წლის წინ და დასრულდა დაახლოებით ძვ.წ. 12, 000 წლისთვის. მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მის დასრულებას დასჭირდა სხვადასხვა დრო, ზოგგან ძვ.წ. 6000 წლამდე. ამ დროსაც ქვის პრიმიტიული იარაღები გამოიყენებოდა ადამიანთა მიერ:


მეზოლითის იარაღები



3. ნეოლითი ანუ ახალი ქვის ხანა (Neolithic) - მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში დაიწყო სხვადასხვა დროს. მაგალითად კავკასიაში ის დღევანდელი მონაცემებით დაიწყო ძვ.წ. 7000 წლიდან, ზოგიერთ რეგიონში ბევრად უფრო გვიან, ზოგგან კი ბევრად უფრო ადრე, მაგალითად მესოპოტამიასა და პალესტინაში დაახლოებით ძვ.წ. 12, 000 წლისთვის. ნეოლითური ხანა დასრულდა დაახლოებით ძვ.წ. 1700 წლისთვის. ჩინეთში მაგალითად იგი ძვ.წ. 1200 წლამდე გაგრძელდა.


ნეოლითური იარაღებინეოლითური იარაღებინეოლითური იარაღები


4. ქალკოლითური ანუ სპილენძის ხანა (Chalcolithic or Copper age) - დაიწყო დაახლოებით ძვ.წ. 5000 წლიდან და გაგრძელდა დაახლოებით ძვ.წ. 3000 წლამდე.


ქალკოლითური იარაღი


5. ბრინჯაოს ხანა (Bronze age) - დაიწყო დაახლოებით ძვ.წ. 3300 წელს და დასრულდა ძვ.წ. 1200 წელს.


ბრინჯაოს ხანის იარაღები და არტეფაქტებიბრინჯაოს ხანის იარაღები


6. რკინის ხანა (Iron age) - ძვ.წ. 1200 წლიდან დაიწყო მსოფლიოს ყველაზე მოწინავე რეგიონების გადასვლა რკინის ხანაში. ანუ ამ პერიოდიდან რკინის იარაღები ნელ-ნელა შემოვიდა იმდენად ხშირ გამოყენებაში მოსახლეობაში და სახელმწიფოთა ყოფაში, რომ მან დაახლოებით ძვ.წ. მე-8 საუკუნისთვის რაოდენობით გადაასწრო ბრინჯაოს და სპილენძისგან დამზადებულ იარაღს. ადრეული რკინის ხანის იარაღები ასეთი გახლდათ:


რკინის ხანის იარაღებირკინის ხანის იარაღები

შემდეგ კი თანდათან თავად რკინის იარარიც იხვეწებოდა. აი, ეს მაგალითად გახლავთ რომაული სამშენებლო რკინის იარაღები:


რომაული იარაღები


საქმე იმაშია, რომ როგორც ვხედავთ, მსოფლიო 3.3 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან მოყოლებული ძვ.წ. 1200 თუ ძვ.წ. 800 წლამდე იყენებდა ქვის, სპილენძის და ბრინჯაოს იარაღებს იმისთვის, რომ ეწარმოებინა მშენებლობა, დაემუშავებინა ქვები და გამოექანდაკებინა სხვადასხვა ქანდაკება. ცხადია, რომ ქვით ქვას ვერ დაამუშავებ, სპილენძს და ბრინჯაოს მოუსის შკალაზე მხოლოდ 3 ქულის სიმყარე გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ იმ მშენებლობების წარმოება, რომელიც ამ პერიოდებით თარიღდება შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნული იარაღებით და აქედან გამომდინარე არასწორადაა დათარიღებული, ვინაიდან ვიმეორებ, ამ ყველაფრის აშენებას მოცემული იარაღებით უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოახერხებდნენ. ყოველი შენობის თუ ქანდაკების დათარიღებისას აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ზემოთ მოცემული ინფორმაცია, ეპოქა, როდესაც ისინი დაამზადეს და ის მასალა, რისგანაც შედგება იმ კონკრეტული შენობის ან ქანდაკების ქვები. რამდენად იყო შესაძლებელი იმ ქვების დამუშავება სპილენძის, ბრინჯაოს და მით უმეტეს ქვის იარაღებით. ხშირ შემთხვევაში თქვენ აღმოაჩენთ, რომ საქმე აბსურდთან გაქვთ. რაც შეეხება ძვ.წ. 1200- ძვ.წ. 800 წლიდან გავრცელებულ რკინის იარაღებს... ათასეულობით შენობა და ქანდაკება თუ სხვა სახის არტეფაქტია აღმოჩენილი, რომელიც არათუ რკინის ხანით, არამედ ბრინჯაოს და სპილენძის ხანით თარიღდება, ზოგიც ნეოლითური ხანითაც კი და იმ მასალის იმ დონეზე დამუშავება რკინის იარაღებითაც კი აბსოლუტურად შეუძლებელი იქნებოდა. ყველა ამგვარად მნიშვნელოვანი შენობის და არტეფაქტის ცალ-ცალკე განხილვაა საჭირო. მაგალითად იხილეთ: გიზას პირამიდები; სფინქსი და მეგალითების "ქვათა ღაღადი".



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწ. II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
623
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
623
  
2020, 13 ოქტომბერი, 6:22
1. Li (ლითიუმი; Lithium) - 0.6
2. Be (ბერილიუმი; Beryllium) - 5.5
3. B (ბორი; Boron) - 9.3-9.5
4. C (ნახშირბადი; Carbon) გრაფიტი - 0.5
5. C (ნახშირბადი; Carbon) ბრილიანტი - 10.0
6. Na (ნატრიუმი; Sodium) - 0.5
7. Mg (მაგნიუმი; Magnesium) - 2.5
8. Al (ალუმინი; Aluminum) - 2.75
9. Si (სილიციუმი; Silicon) - 6.5
10. S (გოგირდი; Sulfur) - 2.0
11. K (კალიუმი; Potassium) - 0.4
12. Ca (კალციუმი; Calcium) - 1.75
13. Ti (ტიტანი; Titanium) - 6.0
14. V (ვანადიუმი; Vanadium) - 7.0
15. Cr (ქრომი; Chromium) - 8.5
16. Mn (მანგანუმი; Manganese) - 6.0
17. Fe (რკინა; Iron) - 4.0
18. Co (კობალტი; Cobalt) - 5.0
19. Ni (ნიკელი; Nickel) - 4.0
20. Cu (სპილენძი; Copper) - 3.0
21. Zn (თუთია; Zinc) - 2.5
22. Ga (გალიუმი; Gallium) - 1.5
23. Ge (გერმანიუმი; Germanium) - 6.0
24. As (დარიშხანი; Arsenic) - 3.5
25. Se (სელენი; Selenium) - 2.0
26. Rb (რუბიდიუმი; Rubidium) - 0.3
27. Sr (სტრონციუმი; Strontium) - 1.5
28. Zr (ცირკონიუმი; Zirconium) - 5.0
29. Nb (ნიობიუმი; Niobium) - 6.0
30. Mo (მოლიბდენი; Molybdenum) - 5.5
31. Ru (რუთენიუმი; Ruthenium) - 6.5
32. Rh (როდიუმი; Rhodium) - 6.0
33. Pd (პალადიუმი; Palladium) - 4.75
34. Ag (ვერცხლი; Silver) - 2.5
35. Cd (კადმიუმი; Cadmium) - 2.0
36. In (ინდიუმი; Indium) - 1.2
37. Sn (კალა; Tin) - 1.5
38. Sb (სტიბიუმი; Antimony) - 3.0
39. Te (ტელური; Tellurium) - 2.25
40. Cs (ცეზიუმი; Cesium) - 0.2
41. Ba (ბარიუმი; Barium) - 1.25
42. La (ლანთანი; Lanthanum) - 2.5
43. Ce (ცერიუმი; Cerium) - 2.5
44. Hf (ჰაფნიუმი; Hafnium) - 5.5
45. Ta (ტანტალი; Tantalum) - 6.5
46. W (ვოლფრამი; Tungsten) - 7.5
47. Re (რენიუმი; Rhenium) - 7.0
48. Os (ოსმიუმი; Osmium) - 7.0
49. Ir (ირიდიუმი; Iridium) - 6.5
50. Pt (პლატინა; Platium) - 3.5
51. Au (ოქრო; Gold) - 2.5
52. Hg (ვერცხლისწყალი; Mercury) - 1.5
53. Tl (თალიუმი; Thallium) - 1.2
54. Pb (ტყვია; Lead) - 1.5
55. Bi (ბისმუტი; Bismuth) - 2.25
56. Th (თორიუმი; Thorium) - 3.0
57. U (ურანი; Uranium) - 6.0
2019, 23 ოქტომბერი, 13:45
შენიშვნა: ტექსტის ბოლო აბზაცში საუბარია არა ყველა შენობაზე, რომელიც აგებულია პალეოლითის, მეზოლითის, ნეოლითის, სპილენძის და ბრინჯაოს ხანაში, არამედ შენობების მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილზე, რომელიც იმდენად მასშტაბური და ისეთნაირად დამუშავებულია, რომ როგორც მინიმუმ უდიდეს ეჭვებს იწვევს და საჭიროებს ინტერდისციპლინარულ კვლევას რომ დადგინდეს, რეალურად როდის იქნა ისინი აგებული, ვინაიდან დიდი ეჭვია, რომ ისინი ისეთ წარსულ პერიოდშია აგებული, რომელიც დღეს დავიწყებული აქვს კაცობრიობას და რომელი პერიოდიც გამოირჩეოდა მაღალი განვითარების დონით.
0 1 2