x
მეტი
  • 18.11.2019
  • სტატია:96639
  • ვიდეო:343683
  • სურათი:458537
პატარძალმა მილოცვა და სამძიმარი ერთდროულად მიიღო
image
24 წლის ნელ კორდუქსი კაბრიას საგრაფოდან (ინგლისი) 6 წლის განმავლობაში ხვდებოდა თავის საქმროს, მეთს. წყვილმა როგორც იქნა, გადაწყვიტა, ოფიციალურად გაეფორმებინათ ურთიერთობა და ქორწილის თარიღიც დანიშნეს - ამა წლის დეკემბერის ბოლოს, საშობაოდ.


გოგონას დედას, 56 წლის ქალბატონს აღმოჩნდა თავში სიმსივნე, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარსდებოდა, ამიტომ ნელმა გადაწყვიტა ქორწილის ორი თვით გადმოტანა. გოგონას ძალიან სურდა, დედა მოსწრებოდა და ენახა პატარძლის კაბაში გამოწყობილი როგორ მივიდოდა საკურთხეველთან.

"ის ძალიან ცუდად იყო, ვეღარც ჭამდა, ვეღარც სვამდა, ლაპარაკიც აღარ შეეძლო, თუმცა ყველაფერი ესმოდა, მის ოთახში იატაკზე მეძინა და როდესაც ოთახიდან ცოტა ხნით გავდიოდი, ყოველ გასვლაზე გულში სამუდამოდ ვემშვიდობებოდი"-ამბობს ნელი.


ქორწილის დღეს, დილით ნელის დედა გარდაიცვალა, თუმცა წყვილმა გადაწყვიტა, რომ ღონისძიება არ ჩაეშალათ.



ნელი თვალცრემლიანი მივიდა საკურთხეველთან, რა დროსაც იგი მილოცვას და სამძიმარს ერთდროულად ღებულობდა, მისივე თქმით, დედას ძალზე სურდა ენახა საკუთარი ქალიშვილის საქორწინო ცერემონიალი.


"ჩვენ ახალდაქორწინებულის ცეკვას ვასრულებდით და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ვფიქრობდი ან უნდა შევჩერებულიყავი და მეტირა, ან გამეგრძელებინა ზეიმი, ისე როგორც დედას სურდა"-აღნიშნა ნელიმ.


0
323
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0