x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97179
  • ვიდეო:344046
  • სურათი:459147
10 მტკივნეული რამ, რაც შეიძლება შვილებმა მშობლებს გაუკეთონ
ხანდაზმულების 20% არასდროს გადის პენსიაზე, მათ 75%-ს ერთი ქრონიკული დაავადება აღენიშნება, ბევრს კი - უფრო მეტი. ხანში შესული ადამიანების დახმარება არასდროსაა გვიანი, განსაკუთრებით კი - ჩვენი ახლობლების. სულ ცოტა ყურადღებამაც კი შეიძლება ჩვენი მშობლების ცხოვრება უფრო მარტივი გახადოს.

ჩვენ გვინდა, რომ ყველა შვილმა საკმარისი ყურადღება მიაქციოს მშობლებს და სცადოს მათი ამაგის გადახდა. ამიტომაც სტატიაში წარმოგიდგენთ 10 მტკივნეულ რამეს, რაც შეიძლება შვილებმა გაუკეთონ მშობლებს. სცადეთ, არასდროს ატკინოთ გული ქვემოთ ჩამოთვლილის გაკეთებით ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე გაჩუქეს.








1. მათ უარჰყოფთ.

მათ ენატრებით, სჭირდებით და უნდათ, დრო თქვენთან გაატარონ. როცა მშობლებს მოხუცთა თავშესაფარში აბარებთ და იშვიათად სტუმრობთ, ისინი თავს მარტოსულად გრძნობენ მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი ასაკის ხალხით არიან გარშემორტყმულნი.

image








2. ისეთ რაღაცებს ამბობთ, რაც არ უნდა თქვათ.


გაგაცნობთ რამდენიმე ფრაზას, რომელიც მშობელს ძალიან სტკენს გულს:

♦ რატომ გამაჩინე?

♦ არასდროს არაფერს მყიდულობ.

♦ ჩემი ძმა/და ჩემზე მეტად გიყვარს.

♦ მძულხარ/ვერ გიტან.

წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ხანშიშესულ ასაკში ზრდასრული შვილით. როგორ იგრძნობდით თავს, მსგავსი ფრაზები რომ მოგესმინათ?

image







3. არ ეკითხებით მათ ჯანმრთელობის შესახებ.

ყველა ადამიანი არ წუწუნებს გაუსაძლის ტკივილზე და არ საუბრობს თავის ავადმყოფობაზე. უბრალოდ, ჰკითხეთ მშობლებს, როგორ გრძნობენ თავს და აუხსენით, რომ შეუძლიათ, გულწრფელად გითხრან ყველაფერი.

image








4. არ ეხმარებით მათ ფინანსურად.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებს ბავშვებივით უნდა მოექცეთ, მაგრამ ზოგჯერ გაუგზავნეთ მათ ფული, რათა ცოტა გაერთონ ან აუვსეთ მაცივარი საჭმლით. ასეთი პატარა დეტალები მათ დიდ ხანს ემახსოვრებათ.

ფულის გამორთმევა მოხუცი მშობლისთვის ნამდვილად არ არის კარგი საქციელი და ყველანაირად ეცადეთ, ეს არ გააკეთოთ.

image








5. აიგნორებთ მშობლებსა და ოჯახურ დღესასწაულებს.

შეიძლება, ზოგჯერ რთული გვეჩვენოს მშობლებთან ურთიერთობა, მაგრამ დაიგნორება პრობლემის გადაჭრის გზა არ არის, განსაკუთრებით კი თუ საქმე ოჯახს ეხება. ზოგჯერ სჯობს, იყვიროთ, იკამათოთ, მაგრამ არ ამოშალოთ მშობელი თქვენი ცხოვრებიდან.

image








6. არასდროს გამოხატავთ მადლიერებას.

ცოდვად მიიჩნევა, როცა საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა გვაქვს, სხვებს კი არ ვაფასებთ, განსაკუთრებით - მშობლებს. სცადეთ, მათ სიტყვებით მაინც გადაუხადოთ მადლობა, ეს ხომ რთული არ არის.

image








7. არ უყვებით მათ საკუთარ თავზე.

რა თქმა უნდა, მშობლები ყოველთვის ნერვიულობენ ჩვენზე! ისეთი სიტყვები, როგორიცაა "დედა, ეს შენი საქმე არ არის", მას ნამდვილად ვერ დაამშვიდებს. საკუთარი ინიციატივით გაუზიარეთ მათ ინფორმაცია საკუთარ თავზე ღრმა დეტალების გარეშე. სწორად შერჩეულ სიტყვებს ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლია.

image








8. ღიზიანდებით, როცა ერთი და იმავეს გამეორება გიწევთ.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ საკმარისი მოთმინებით ვუმეორებთ ერთსა და იმავეს უცხოელებს ან კოლეგებს, მაგრამ არა - მშობლებს. დაიმახსოვრეთ, ისინი მოხუცები არიან და შეიძლება მათი მეხსიერება იდეალურად ვეღარ ფუნქციონირებდეს. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ, რომ მათ არ ეზარებოდათ თქვენთვის ერთი და იმავეს უამრავჯერ გამეორება, როცა პატარა ბავშვი იყავით.

image








9. არ ინახავთ მომენტებს.

ვიდეოებმა, ფოტოებმა და სამახსოვრო საჩუქრებმა შეიძლება ბავშვობის ტკბილი დრო გაგახსენოთ. აჩვენეთ მშობლებს, რომ ეს დრო გახსოვთ და თქვენთვის ბევრს ნიშნავს!

image







10. მათ ისე ექცევით, თითქოს პატარა ბავშვები იყვნენ.

ისინი ბავშვები არ არიან და თქვენზე გაცილებით დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. მიუხედავად ხანშიშესულობისა, ისინი მაინც ზრდასრული ადამიანები არიან. დაეხმარეთ, მაგრამ არ გახადოთ ისინი თქვენზე ზედმეტად დამოკიდებულები. ასე თავს კარგად სულაც არ იგრძნობენ.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. რა უნდა ასწავლოთ ბავშვს სიყვარულის შესახებ

image


2. როგორ ვუპასუხოთ უხერხულ კითხვებს ისე, რომ ადამიანებს მათი მეორედ დასმის სურვილი აღარ გაუჩნდეთ

image


3. 7 რეკომენდაცია მშობლებს : რა უნდა ასწავლოთ შვილს

image

0
316
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0