x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96737
  • ვიდეო:343736
  • სურათი:458623
"სიცოცხლე სიკვდილი როდია, რომ მხოლოდ შეიცნო ცრემლებით.." - ტარიელ ხარხელაური

image

მე ვხედავ,

მე მესმის - მოდიან,

ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები...

სიცოცხლე სიკვდილი როდია,

რომ ოდენ შეიცნო ცრემლებით.

ღრუბლები მთებს გარეთ უვლიან,

ქარმა ვერ შეჰბედა აჰყაროს;

რას იზამ, სამყარო რთულია,

იმდენად რთულია სამყარო...

და ღელავ, რაც უფრო მშვიდი ხარ,


image

ისვენებ, რაც უფრო იღლები,

რომ დგახარ, მაშინაც მიდიხარ,

ზურგზე შემოყრილი ნიღბებით.

და ვხედავ,

და მესმის - მოდიან,

ხშირ სუნთქვას ასდევენ თელები...

სიცოცხლე - სიკვდილი როდია,

რომ მხოლოდ შეიცნო ცრემლებით.

0
76
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0