x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97368
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459360
მიასთენია - ამოუცნობი დაავადება, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

image
მიასთენია აუტოიმუნური ხასიათის ნერვულ-კუნთოვანი დაავადებაა, რომელსაც კუნთების პათოლოგიური სისუსტე და დაღლილობა ახლავს თან. დაავადების გამომწვევი მიზეზები და განვითარების ხასიათი ბოლომდე დადგენილი არაა, თუმცა ცნობილია, რომ მიასთენია ვითარდება ნერვებსა და კუნთებს შორის კავშირის დარღვევისას. უფრო ზუსტად, ადამიანის იმუნური სისტემა წარმოქმნის ანტისხეულებს, რომლებიც აზიანებენ კუნთებზე არსებულ რეცეპტორებს, შედეგად კი ნერვული იმპულსი ვეღარ მიდის კუნთამდე, რაც მოძრაობის გაძნელებას ან უარეს შემთხვევაში კუნთების დამბლას იწვევს.

image

მიასთენია ნაკლებად ცნობილი დაავადებაა საზოგადოებაში, რადგან ზოგჯერ ის მარტივი ფორმებით მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში და შესაბამისად, ექიმთან მიმართვის ნაკლები შემთხვევებია. გარდა ამისა, ხშირად მედიკოსებსაც უჭირთ ამ დაავადების დიაგნოზირება, რადგან მისი სიმპტომები ყველა ადამიანში ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს რამდენიმე ნიშანი, რაც აუცილებლად ყურადღებას იმსახურებს, ესენია:

1. დაავადების შედარებით მძიმე ფორმისას პირველი გამოვლინებაა თვალის ქუთუთოების დაშვება (დამძიმება), რაც განსაკუთრებით საგრძნობია დღის ბოლოს.

image

2. ხშირია ასევე ღეჭვისა და მეტყველების გართულება, ასევე სახის გამომეტყველების უნებლიე ცვლილება.

image

3.რთულ ფორმებში შესაძლებელია სუნთქვის გაძნელება ან სასუნთქი გზების საერთოდ გათიშვა.

image

4. შესაძლებელია გულის კუნთების შეფერხებით მოძრაობა ან საერთოდ შეწყვეტა.

5. კიდურებისა და ტანის კუნთების სისუსტე აძნელებს ფიზიკურ დატვირთვას, კიბეზე ასვლას, სიარულს, დახრას.

image

6.კისრის კუნთების დაზიანების შემთხვევაში ხდება თავის დახრა( ნიკაპი გულ-მკერდს ეხება).

7. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევაში ხდება გემოვნების, მხედველობის, ზედაპირული მგრძობელობის შემცირება.

მიასთენიის მქონე ავადმყოფების უმრავლესობას აქვს მკერდუკანა ჯირკვლის- თიმუსის პათოლოგია.დაავადებას მკურნალობენ როგორც მედიკამენტებით, ასევე ქირურგიული ჩარევით.

სტატისტიკურად დაავადება ვლინდება ქალებში 20-30 წლის ასაკში, ხოლო მამაკაცებში - 50-60 წლის ასაკში. ამასთან, ქალები სამჯერ უფრო მეტჯერ ავადდებიან ამ ავადმყოფობით, ვიდრე საპირისპირო სქესის წარმომადგენლები.

სამწუხაროდ, მიასთენიით დაავდებული ადამიანები საქართველოშიც არაერთია.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ასევე იხილეთ:

რა მავნებლობა გააჩნია საზამთროს და რამდენია მისი მირთმევის დღიური დოზა?!

მაყვალი - კენკრა, რომელიც არაერთი დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის გამოიყენება

0
462
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
462
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0