x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჩემს ქალბატონს შავი ფერის თვალები აქვს
image


ჩემს ქალბატონს შავი ფერის თვალები აქვს,
სადაც ჩემი ცერა თითი შევაჩვიე,
ჩემს ბეჭებში მოხუტება ჰყვარებია,
არეულმა ამინდებმაც შეამჩნიეს...


მე კი ძალზე მყვარებია მისი კოცნა,
სურნელება....
ყვავილები,
გაზაფხულის,
ვეპარები წამწამებთან სძინავს როცა.
როს ღმერთების სიზმრებშია გაპარული.


ჩემს ქალბატონს
ვუწერ ლექსებს
უმეტესად,
შეუძლია აბა სხვა რა ღარიბ "პოეტს",
დღესაც უნდა უეჭვალედ დამეწერა.
წაიკითხავს
და ღიმილით დაიტოვებს.



მისი თმები.
თვალებივით შავი გახლავთ,
როგორც ხევში მიწოლილი ფერი ღამის,
მთვარეც თითქოს მის წყვდიადში ჩაიკარგა,
და მის სხეულს ანათებდა მთელი ღამე...


ჩემს ქალბატონს,
აქვს ამაყი ხასიათი,
უმეტესად ყველა ქალზე ჯიუტია.
დაწერისას
დამეწია განთიადი,
ამ ღამესაც გათენება მივუტევე.


ჩემს ქალბატონს ვერ ვუთხარი რამე მსგავსი,
რომ მკერდიდან ამოგლეჯილ ჩემს გულს ჰგავდეს...
ვარსკვლავები მის წამწამებს დაემსგავსნენ...
მათზე ძლიერ
რაღა უნდა შემიყვარდეს...


ჩემს ქალბატონს შავი ფერის თვალები აქვს,
არეული ამინდები...
ხასიათი...
ჩემს ბეჭებთან მოხუტება ჰყვარებია,
მე კი მასთან უკვე ყველა
განთიადი....



თემო არაბულის ლექსი თავის მეუღლე თათა ზანდუკელისადმი მიძღვნილი.

0
174
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0