x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96732
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458622
ბრიტანელი მამაკაცი 30 წელია აშენებს ციხე-დარბაზს....თუმცა მინიატურულს
image

ბრიტანელი ჯონ ტრენჩარდი აგერ უკვე 30 წელია აშენებს საკუთარ ციხე-დარბაზს, თუმცა მინიატურულს.მასშტაბური მშენებლობა წამოიწო 12 წლის ასაკიდან, როდესაც მამასთან ერთად პირველი ოთახი გააკეთა.


image


ბიჭმა გადაწყვიტა ასეთ წვრილმანზე აღარ შეჩერებულიყო და გააგრძელა უკვე სრულმასშტაბიანი მინიატურული სასახლის მშენებლობა, ისეთის მსგავსი, როგორიც ბრიტანეთის ნაციონალური ფონდია-ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია სანაპიროების, სოფლების და შენობების დაცვით.

image

30 წლის განამვლობაში მამაკაცმა უკვე ააშენა 8 ოთახი და გაჩერებას არც აპირებს.



მინიატურულ ციხე-დარბაზში არის აბაზანა თურქულ სტილში“მარანი, სამრეკლო, დიდი ჰოლი დერეფნით, კიბეებით და სახურავით, გვირაბი ევაკუაციისთვის და სხვა.
image

პირველი ოთახის დასრულების შემდეგ ჯონმა უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, რის გამოც გადადო სასახლის მშენებლობა, ის ერთი ოთახი წლების განმავლობაში ძმის ფარდულში ინახებოდა, რადგან მას სახლში ადგილი არ ჰქონდა, ამ პერიოდში ჯონმა წვრილმანი დეტალების შექმნა მოასწრო, შემდგომი უკვე დიდი პროექტისთვის.

image

შემდეგ საკუთარ სახლში განაგრძო ციხე-დარბაზის მშენებლობა, ააგო 8 ოთახი, რომელსაც 30 წელის მოანდომა, როგორც ჯონი ამბობს, ათასობით საათი აქვს დახარჯული ყოველ დეტალზე, ყველაფერი ხელით კეთდება, მასალად იყენებს ხელში რაც მოხვდება-ბურბუშელას პაკეტით დაწყებული და კვერცხის ჩასალაგებელი კაფსულებით დამთავრებული.

image

მეგობრები ჯონს შეშლილს უწოდებენ და ჯონიც ღიმილით ეთანხმება მათ, მომავალში აპირებს კიდევ 12 ოთახის აშენებას.


image



image



image



image




image



image

0
105
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0