x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97188
  • ვიდეო:344046
  • სურათი:459150
მეხის დაცემის შედეგად მწყემსი და საქონელი დაიხოცა
image


უბედური შემთხვევა სამცხე ჯავახეთში. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მთაში, ქართველმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გარდაცვლილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი დახოცილი იპოვეს. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ.


უბედური შემთხვევა 19 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. პირველადი ინფორმაციით, მწყემსს მეხი დაეცა.


ნინოწმინდის მერის თქმით, მამაკაცი ადგილობრივი არ არის. მას სხვა რეგიონიდან საქონელი საზაფხულო იალაღებზე ჰყავდა ჩამოყვანილი.



"ადგილობრივი რომ არ არის, ბევრი დეტალი არ ვიცით. იქ დაუსახლებელი ადგილია, ამიტომ ვერავინ გაიგებდა. ისევ მესაზღვრეებმა იპოვეს. არ ვიცით რამდენი სული ჰყავდა ჩამოყვანილი და აქედან რამდენია დახოცილი. ისიც არ ვიცით, როგორ მოხდა, რომ მამაკაციც გარდაიცვალა და პირუტყვიც", - განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.


შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

1
253
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
253
  
20 ოქტომბერი, 15:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1