x
მეტი
  • 08.12.2019
  • სტატია:97197
  • ვიდეო:344049
  • სურათი:459144
"ავადმყოფობას კი, მეგობრებო, მკურნალობა სჭირდება, სერიოზული მკურნალობა. ერთ-ერთი უძლიერესი მკურნალი არის განათლება"-ლელა გაფრინდაშვილი
image

რამდენიმე დღეა არ ცხრება ვნებათაღელვა ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოს გარშემო, სადაც სექსუალურად გამოწყობილი 7 წლის ქართველი გოგონა ცეკვავს.ერთ-ერთი პირველი ვინც ვიდეოს გამოეხმურა და განგაში ატეხა, ეს გახლავთ უფლებადამცველი ბაია პატარაია, "ასეთი მასალა არის არის პირდაპირი საკვები პედოფილებისთვის", აღნიშნა პატარაიამ.


"მშობელს ეკისრება პირაპირი ვალდებულება თუ რამდენად უსაფრთხო იქნება შემდგომ ბავშვის ცხოვრება–-აღნიშნავს ფსიქოლოგი ქეთი ბერიძე.

სოციალური მსოსახურების სააგენტომ ფაქტის მოკვლევა დაიწყო.


ამასობაში კი ბავშვის დედა ვანგა ბარგატია თავს იმართლებს და წერს:


"ეს ჩემი შვილია, 7 წლის. არავის არაფერს ვუმტკიცებ, მაგრამ უმაკიაჟოადაც ბრილიანტი მყავს. აი, თქვენ კი თქვენს ნაკლს ვერ ხედავთ და სხვას აკრიტიკებთ. ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებით. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, თქვენს თავს მიხედეთ. ის კი ნამდვილად ვიცი, თქვენნაირ სულით მახინჯ ადამიანად ნამდვილად არ აღვზრდი. მადლობა ყურადღებისათვის, ” –(პოსტი ამჟამად აღარ იძებნება)


ხოლო სატელევიზიო ინტერვიუში დასძენს, რომ მისი შვილი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია და ფოტოების გამოქვეყნება სხვადასხვა კომპანიის რეკლამებს უკავშირდება.

image


ამ ფაქტს ვრცელი პოსტით ეხმაურება ფსიქოლოგი ლელა გაფრინდაშვილი:


"რამდენიმე აზრი მინდა გამოვთქვა ზოგიერთი მშობლის პათოლოგიაზე - გადააკეთოს ან გადმოაკეთოს საკუთარი შვილი, მისი ხშირად დაუკმაყოფილებელი, პათოლოგიური ვნებების მიხედვით.


- თანამედროვე ინტერნეტიზებულ, გლობალიზებულ სამყაროში ბავშვებისთვის ( როგორც სუსტი და გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის) უამრავი რისკი არსებობს. ერთ-ერთი რისკი არის პედოფილია.


- პედოფილი უმრავლეს შემთხვევაში არის ადამიანი, რომელსაც ბავშვი უპირობოდ ენდობა : ნათესავი, მასწავლებელი, სასულიერო პირი, ექიმი და ა.შ


- მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილებს (უმეტესად გოგონებს) მოზრდილი ადამიანების მსგავსად სექსუალურად აცმევენ, კაზმავენ, ღებავენ - თავადაც პათოლოგები არიან. (ბოდიშს კი ვიხდი ასეთი პირდაპირობისთვის, მაგრამ ეს ასეა და რაც ბევრი გააცნობიერებს ამას, მით უკეთესი მათთვის და მათი შვილებისთვის!!)

image

- ავადმყოფობას კი, მეგობრებო, მკურნალობა სჭირდება, სერიოზული მკურნალობა. ერთ-ერთი უძლიერესი მკურნალი არის განათლება.

- მშობლებისთვის უნდა არსებობდეს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები, რათა მათ ელემენტარული განათლება მიიღონ ბავშვთა ფიზიოლოგიის, ფსიქლოლოგიის და ასაკობრივი თავისებურების შესახებ.

- მშობლებს ცალკე უნდა ასწავლიდნენ (ან არსებობდეს სახელმწიფო ან ალტერნატიული) სერვისები, სადაც მათ აუხსნიან, თუ როგორ უნდა გადასცენ სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვებს ელემენტარული ცოდნა საკუთარი ფიზიოლოგიის შესახებ

- მშობლებს სჭირდებათ სპეციალური განათლება საიმისოდ, რომ იცოდნენ იმ რისკების შესახებ, რომლებითაც სავსეა თანამედროვე სამყარო და ამის შესახებ შვილებთან საუბარი შეეძლოთ, " -წერს გაფრინდაშვილი.



მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე არის 6 წლის აშშ-ს ბავშვთა სილამაზის კონკურსში გამარჯვებული ჯონბენეტ რემსის (1990-1996)მკვლელობის საქმე, მრავალი ვერსიის და ვარაუდის მიუხედავად, პატარა გოგონას მკვლელობის საქმე დღემდე გაუხსნელია.

image


2
527
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
527
  
20 ოქტომბერი, 22:41
განათლება ყველაფრის საშველი და მკურნალია.
20 ოქტომბერი, 14:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2