x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96732
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458623
ბედის ბილიკი

image
უკაცრავად ქალბატონო, შეიძლება ჩამოვჯდე? ყველა სკამი დაკავებულია, თორემ არ შეგაწუხებდით - ეკითხება ახალგაზრდა მამაკაცი ასე, ოცდათხუტმეტ წლამდე ასაკის ქალს, რომელიც ქალაქის სკვერში გრძელ სკამზე იჯდა ჩაფიქრებული. მამაკაცის კითხვამ ქალი ფიქრებიდან გამოიყვანა... უსიტყვოდ ანიშნა დამჯდარიყო. - გმადლობთ, ქალბატონო. ცხელა, იწვის ყველაფერი, ჭირს უკვე ქალაქში გაჩერება, აქ ერთადერთი ადგილია, სადაც გრილა და ცოტა სულის მოთქმა შეიძლება. მამაკაცს ეტყობოდა, რომ საუბარი სურდა, სხვათაშორის, ცოტა აღელვებულიც ჩანდა. - ხომ არ შეგაწუხეთ, ქალბატონო?! - ჰკითხა ისევ გაბრაზებული ხმით. - არა, არ მაწუხებთ. - დღეს განქორწინება გავაკეთე მესამე ცოლთან, წარმოგიდგენიათ? ზოგს ერთი ვერ მოუყვანია, მე კი მესამეს გავცილდი უკვე ოცდათექვსმეტი წლის კაცი. ქალმა გვერდულად გახედა მამაკაცს. არაფერი უპასუხა. - გგონია, იმათ ვადანაშაულებ რომელიმეს? სულაც არა - მე ვიყავი ყოველთვის დამნაშავე, მომეწონებოდა, მათ შეუყვარდებოდი და ცოლადაც მომყავდა. მერე ვერ ვუგებდით ერთმანეთს და სულ ვჩხუბობდით. კიდევ კარგი, რომ მეორე ცოლთან მყავს ბავშვი... - მერე, თქვენც კარგად გარკვეულიყავით თქვენს გრძნობებში და ისე დაქორწინებულიყავით, ჰა?! - ეხ, მე ბავშობაში მიყვარდა ერთხელ... აი, ის იყო ნამდვილი სიყვარული. მერე კი, რაც იყო უბრალოდ გატაცება იყო და მეტი არაფერი. მგონი სიბერეც სიმარტოვეში მომიწევს გავატარო, თუ ვერ ვიპოვე ის ჩემი ცალი... - სადაც სამი ქალი მოატყუეთ, არც მეოთხეს მოტყუეება გაგიჭირდებათ. საუბარში აჰყვა ქალი. - რას ამბობ, მე არცერთი არ მომიტყუებია. ვუყვარდი და წამომყვნენ. ძალა დავატანე რომელიმეს თუ?! არცერთს! სამივეს რამდენიმე თვე ვიცნობდი და ისე ვქორწინდებოდით. პირველი კი სულ ერთი თვის გაცნობილი მყავდა, რომ მოვიყვანე. მეორეს სამი თვე ვიცნობდი და მესამე კი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი და მაშინვე სახლში წამომყვა - მეც ნასვამი ვიყავი და ისიც. - ცუდია, რომ არცერთხელ არ გაგიმართლათ! ალბათ გელოდებათ ის თქვენი ცალი და იპოვით ოდესმე იმედია. - მე ის მგონია ჩემი ცალი ვინც ბავშობაში მიყვარდა, მაგრამ ვერ ვპოულობ... - რატომ ვერ პოულობთ? რა გიშლით ხელს, ალბათ კლასელი იყო, ან კიდევ თქვენი სკოლელი. - არცერთი და არც მეორე. ბაღის ამხანაგი იყო. მოფერებით სახელს ფერიას ეძახდნენ. ნამდვილი სახელი არავის დაუძახია ბაღში მისთვის. ამიტომ სახელი არ ვიცი. ქალს გაეცინა. - რას ამბობთ? ბაღის ამხანაგი გიყვარდათ და სხვა დროს არავინ გყვარებიათ დავიჯერო?! - კაცის გული ოხერია, ხომ გაგიგია... გატაცება და ფანტაზია უამრავი მქონდა, მაგრამ ისეთი არა. - ასე კარგად გახსოვს ის სიყვარული? - როგორ არ მახსოვს, ფოტოც მაქვს შენახული ბაღის, სადაც ის ჩემი ლამაზთვალება გოგო და მე ერთად ვართ გადაღებული. - მოძებნეთ, რას ელოდებით?! - მე სხვა ქალაქში ვცხოვრობდი ბავშობისას, სკოლაში შესვლის დროს მშობლებმა აქ გადმომიყვანეს. ის იქ დარჩა და ასე დავცილდით ერთმანეთს, შეიძლება გათხოვილიც არის და შვილებიც ჰყავს. ან კიდევ ჩემსავით არ გაუმართლა. ან მთლად უკეთესი, გაუთხოვარია და მე მელოდება. - ხო, თქვენ გელოდებათ როდის მიხვალთ, გქონდეთ მაგის იმედი: გაიცინა ქალმა. - რატომაც არა. იქნებ მელოდება კიდეც? იცის, რომ ვიპოვი, ცხოვრება ხომ ათას სიურპრიზს გვიმზადებს . მე ამის მჯერა. რადგან ისევ მარტო დავრჩი, მას ვიპოვი, ის ჩემი სულის ნაწილია. - ღმერთმა ხელი მოგიმართოს და გაპოვნინოთ ვისაც ეძებთ. მე უნდა წავიდე ნახვამდის. - შეგაწუხეთ, ხომ? მაპატიეთ. ქალი დაეშვიდობა მამაკაცს და წავიდა. იმ დღის შემდეგ ნიკას კიდევ ბევრი თავგადასავლები შეხვდა ცხოვრებაში. ვერცერთ ქალში ვერ იპოვა ის სიყვარული რაც მას ბედნიერს გახდიდა. სრულიად შემთხვევით, ისევ იმ სკვერში ისევ იმ ქალის გვერდით აღმოჩნდა იგი. ამჯერად ქალმა იცნო და გამოელაპარაკა. - რა ქენი, რომ ეძებდი, იპოვე ბაღის მეგობარი თუ ვერა? ნიკას გაუხარდა ქალის დანახვა. თითქოს დიდი ხნის მეგობარი იპოვა წლების შემდეგ. - როგორ გამახარეთ. რას შვებით, როგორ ხართ. აი, ხომ ხედავ სასწაულები ხდება, ისევ შევხვდით ერთმანეთს, არ შეცვლილხართ ისევ ისეთი ლამაზი ხართ. ნიკამ კომპლიმენტებით აავსო ქალბატონი. - ერთ წელში რა შემცვლიდა - გაეღიმა ქალს. - მე ნიკა მქვია, ხელი გაუწოდა. - მე, თათია. უპასუხა ქალმა და მანაც ჩამოართვა ხელი. ნიკა და თათია გაცნობის შემდეგ ხშრად ხვდებოდნენ ერთმანეთს. თათიას ქმარი და პატარა შვილი ჰყავდა. უსიყვარულოდ გათხოვილა, მშობლების დაჟინებული თხოვნით - შეძლებული ოჯახის შვილია და კარგად გაცხოვრებსო! ვერ გაუწევია თათიას წინააღმდეგობა მშობლებისთვის და ეგუებოდა იმ ბედს, რაც ერგო წილად. ჰყავდა შვილი და ხარობდა მისი ბედნიერებით. ნიკას გამოჩენამ კი ძირფესვიანად შეცვალა მისი ცხოვრება. მეუღლესთან არც ნიკას გამოჩენამდე ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ყოველ დღე ჩხუბობდნენ. მოკიდებდა ბავშვს ხელს და გარეთ გადიოდა - დაჯდებოდა იმ სკვერში, სადაც ნიკა გაიცნო. ნიკამ იცოდა ოჯახი რომ ჰყავდა თათიას. ერიდებოდა მასთან ურთიერთობას, მიუხედავდ იმისა, რომ რაღაც ძალა მისკენ უბიძგებდა. თავის თავს ეჩხუბებოდა გამუდმებით - სამი ქალი გააუბედურე და ნუ ეძებ ახალ მსხვერპლსო, არ სურდა მის გამო თათიას ოჯახი დაენგრია. თათია კი ხშირად ურეკავდა და შეხვედრას თხოვდა. შეხვდებოდნენ ერთმანეთს, დასხდებოდნენ სკვერში და საუბრობდნენ, ან კიდევ ჩუმად იყვნენ და ხმას არ იღებდნენ: ერთხელ შეხვედრისას თათიას ღრუბლიან ამინდში, რატომღაც სათვალე ეკეთა. ნიკამ სთხოვა მოეხსნა. თათიამ ხათრი ვერ გაუტეხა. ქალს თვალები ჩალურჯებული ჰქონდა. - საიდან ეს სილურჯე?! - ჰკითხა ნიკამ. - ბავშვი წაიქცა, რომ დავიხარე სათამაშო ეკავა ხელში და მომხვდა. - ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს შენი ნაამბობი. იჩხუბეთ ალბათ ხომ შენ და შენმა მეუღლემ. - არა, ნიკა გეფიცები, ის არაფერ შუაშია, ჩემი ბრალია ყველაფერი, მე არ უნდა გავყოლოდი მას ცოლად, არ ვიმსახურებ მე ისეთ ქმარს, როგორიც ისაა, ის საუკეთესო ქმარი და მამა იქნებოდა მე, რომ სიყვარულით ვპასუხობდე მას. უნდა განვქორწინდე, მეტი არ შემიძლია. - თათია, მე არ მაქვს უფლება რაიმე გირჩიო. მე ჩემს თავში არასოდეს ვარ დარწმუნებული, არ მინდა მიზეზი მე ვიყო შენი ოჯახის დანგრევის, კარგად დაფიქრდი, მარტო არ ხარ, შვილი გყავს, მე საერთოდ ავდგები და გავქრები ოღონდ შენ იყავი ბედნიერი. - ნიკა, როგორ ვიქნები ბედნიერი, როცა ისეთ კაცთან ვცხოვრობ, რომელიც არ მიყვარს და ვერც შევიყვარებ. - უნდა სცადო! ამ საუბრის შემდეგ ერთი თვე გავიდა. თათიამ განქორწინება მოსთხოვა მეუღლეს. დიდი წინაღმდეგობის მიუხედავად ისიც დათანხმდა. მეუღლე სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. თათია და ბავშვი კი სახლში დარჩა. გადიოდა დრო, ნიკა და თათია აღარ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ნიკა უკვე გულში ჰყავდა ჩავარდნილი. თუმცა, ცდილობდა როგორმე დაევიწყებინა, მაგრამ მაინც მოსვენებას არ აძლევდა მასზე ფიქრი - სურდა, დაერეკა მისთვის, მოეკითხა როგორ იყო. ერთ დღეს, დიდი ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტა დაერეკა ტელეფონზე. ნიკამ პირველივე ზარზე უპასიხა თათიას. ცოტა ხანს ორივე დუმდა. შემდეგ კი ქალმა სთხოვა შეხვერდა. ნიკა ორჭოფობდა, არ იცოდა თათია უკვე განქორწინებული იყო თუ არა ქმართან. ბოლოს კი შეთანხმდნენ, რომ ნიკას სახლში ესტუმრებოდა. ნიკამ როგორც კი კარგი გააღო, ვერ მოითმინა და თათია გულში ჩაეხუტა. თათია იქვე სავარძელში ჩაჯდა. ისაუბრეს. ნიკას დიდად არ გახარებია თათიას ოჯახის დანგრევა. არ მინდოდა ჩემი ბედი გაგეზიარებინაო, უთხრა. შემდეგ ყავა შესთავაზა და მაგიდაზე დადებული პატარა ალბომი მიაწოდა. - სანამ მე ყავას ვამზადებ, შენ ეს დაათვალიერე. თათიამ დაიწყო ფოტოების დათვალიერება, მასში ნიკას პატარაობის ბევრი ფოტოები იყო. ერთი ფოტო ნახა, რომელიც თათიასაც ჰქონდა სახლში, უკვე სიძველიდან გაცრეცილი. შავ-თეთრ ფოტოზე ჯგუფად მდგომი პატარა ბავშვები იღიმებოდნენ. ერთ ბიჭს გოგოსთვის ხელი ჩაეჭიდა და იდგენენ გვერდი-გვერდ. თათია გაოგნებული უყურებდა ფოტოს და ვერ ხვდებოდა, საიდან იყო ეს ფოტო ნიკას ხელში. ვეღარ მოითმინა და ნიკასთან სამზარეულოში გავიდა. - ნიკა, ეს ფოტო შენ საიდან გაქვს? - ეს ფოტო ჩემი ბავშობაა. ეს კი მე ვარ, ეს ის გოგონაა, რომელიც დღემდე მყავს გულში. პატარა ლექსი წარმოსთქვა, რომელიც ბაღის სიყვარულს მიუძღვნა ნიკამ. მე ეს დავხატე, ჩემს ფიქრებში, ლამაზ ფერებად, შიგ ჩავაქსოვე სიყვარული მარადიული. - აი ასე მყავდა სულ გვერდით მერე კი ცხოვრებამ დაგვაშორა ერთმანეთს, ეხ ბედნიერი კაცი ვიქნებოდი, ეს რომ გვერდით მყოლოდა, არც სხვას გავაუბედურებდი და არც საკუთარ თავს. კი მაგრამ რატომ მკითხე ამ ფოტოზე? - ნიკა, ეს პატარა გოგო მე ვარ, ხელი რომ გაქვს ჩაკიდებული. ნიკას ხელიდან გაუვარდა ყავით სავსე ფინჯანი. თათიას კი ალბომი. ერთმანეთის თვალებში სიხარული ირეკლებოდა. მართლაცდა სასწაულია უფლის ნება - ჩვენთვის სასწაული, უფლისთვის კი... სწორედ სასწაულმა შეახვედრა თათია და ნიკა ერთმანეთს და ნიკასაც ის „ცალი“ აპოვნინა! ავტ:სოფო იმერელი p.s. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და იმ სითბოსთვის რასაც მე ვგრძნობ თითეული თქვენგანიდან. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძიეროთ. როგორც იცით სულ მალე გამოვა ჩემი წიგნი, რომანი "გოგონა აფხაზეთიდან" პრეზენტაცია გაიმართება ათენში, თუ როდის და სად ჩატარდება დავდებ პოსტს, როგორც კი ცნობილი გახდება. გეპატიჟებით დიდი სიყვარულით.(პოსტი დაიდება ჩემს ჯგუფში "ჩემი სამყარო"-ში

2
236
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იმერელი
სოფო იმერელი
236
  
21 ოქტომბერი, 4:29
good luck Sofia
20 ოქტომბერი, 15:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2