x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
"ჭუჭყიანი და აქოთებული"-ინდოელი კაცი,რომელსაც მღვდლის რჩევით 45 წელია არ უბანავია
image

მსოფლიო საზოგადოებამ ამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო 80 წელს გადაცილებული ირანელი აბუ ჰაჯი, რომელსაც 60 წელია არ უბანავია, ახლა კი გაგაცნობთ ინდოელ კაილაშ სინგხს, რომელსაც 1974 წლიდან მოყოლებული არ უბანავია.



კაილაშ სინგხმა არა მარტო ბანაობაზე თქვა უარი, არამედ პარიკმახერის მოსახურეობაზე, წლების განმავლობაში იგი არც თმებს იჭრის და არც წვერს იპარსავს.

image


ამ "ღირსებების" გამო სინგხს "ყველაზე აქოთრებულ ადამიანს" უწოდებენ ინდოეთში.


ასეთ "მსხვერპლზე" ინდოელი ტყუილუბრალოდ არ წასულა, -სანუკვარი მიზანი ბიჭის დაბადება იყო.

როგორც გაირკვა, დაბანაზე უარის თქმა მღვდელმა ურჩია, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ ამ გზით მისცემდა უზენაესი გვარის გამგრძელებელ მემკვიდრეს.


სინგხს ძალზე უნდოდა ბიჭის დაბადება, ამიტომ მღვდლის რჩევა შეასრულა, თუმცა დღეისთვის 70 წლის მამაკაცს 7 ქალიშვილი ჰყავს და შვილიშვილებიც, მაგრამ ვაჟი არ შეეძინა, წარმოიდგინეთ რა დღეში იქნება მისი მეუღლე, რომლისგანაც ასეთი "არომატი" გამოდის.


ქალი ძალზე იტანჯება, მაგრამ ქმრის გადარწმუნება ვერაფრით შეძლო, ქალი უკვე 66 წლისაა და ბავშვის გაჩენაზე საუბარი აღარც არის, თუმცა სინგხი ჯიუტად თავის პრინციპზე დგას.

image


ხანდახან კაილაში სახეზე და ხელებზე სხვადასხვა ნელსაცხებლებს ისვამს, თუმცა მყრალ სუნს ვერ ამცირებს


კაილაში შრომისმოყვარე კაცია, -ის, სხვებივით ყოველ დილით სამსახურში მიდის, თუმცა საბედნიეროდ მას გვერდზე კოლეგები არ ჰყავს, რომ მისი "არომატით" "დატკბნენ"-იგი მენახირეა და ძირითადად მინდორ-ველებზე უწევს ყოფნა.

image

თანასოფლელები ერიდებიან აქოთებულ კაცს, რომლის სუნი რამდენიმე მეტრის დაშორებიდან იგრძნობა, განსაკუთრებით აუტანელია ეს ზაფხულში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს სცდება.

image

როგორ არ ეცადა მისი მეუღლე, რომ როგორმე გადაარწმუნოს კაილაში, ემუქრებოდა გაყრით, გამოუცხადა ბოიკოტი, წყალიც კი გადაასხა ძალით, თუმცა არაფერი შველის.

image

0
441
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0