x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96711
  • ვიდეო:343724
  • სურათი:458600
ვისაც ეჩქარება: იტალიელი არქიტექტორი სახლს მხოლოდ 6 საათში აგიწყობთ
სამყარო მუდმივად ვითარდება, რაც ცხოვრების ბევრ ელემენტში ცვლილებებს იწვევს. თუ რემონტი კვლავ საკმაოდ რთულ და ხანგრძლივ საქმეს წარმოადგენს, მთელი სახლის დადგმა რამდენიმე საათით დაჩქარდა. ასეთი სასწაული იტალიელ ოსტატს შეუძლია.


image

გასაოცარი სახლი

image


ზოგისთვის საკუთარი სახლი აუსრულებელ ოცნებას წარმოადგენს. თუმცა თუ ყველაფრის „ნულიდან“ დაწყებას აპირებთ, ბევრი გამოცდა გელოდებათ. სახლის აშენება წლებს, ნერვიულობას და დიდ ხარჯს მოითხოვს.


image

ამ პრობლემას იტალიელი დიზაინერი და არქიტექტორი რენატო ვიდალი გადაგიჭრით. მისი ალტერნატიული სახლი შეგიძლიათ დაკეცოთ. განსაკუთრებული კონსტრუქციის წყალობით შეგიძლიათ გადაადგილოთ, დაამონტაჟოთ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში კვლავ დაკეცოთ და საჭირო ადგილას გადაიტანოთ!


სახლი ორ დათვლაში მზად იქნება

image

სახლის ღირებულება დაახლოებით 30 ათასი დოლარი ღირს. კონსტრუქციის ასაწყობად მხოლოდ სამი ადამიანი დაგჭირდებათ. სახლი კი მზად უკვე 6 საათში იქნება!

საცხოვრებლის ფართობი შეიძლება 27 მ.კვ ან მაქსიმუმ 84 მ.კვ იყოს. სახლის მასალა შეიძლება იყოს ხის პანელები, რომელთაც ავტოამწევის დახმარებით აწყობენ.


image

ასეთი სახლები იდეალურია ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომლებიც უჩვეულო ექსპერიმენტებისთვის მზად არიან. მარტივი და თავშეკავებული დიზაინი ხანდაზმულებსაც მოეწონებათ. პირამიდის ფორმა ქალაქის პეიზაჟს მრავალფეროვნებას შემატებს. კონსტრუქციას საძირკველი არ აქვს, თუმცა მიწისძვრისთვის გამძლეა.

სახლს შიგნით აქვს სააბაზანო ოთახი, ყველა სანტექნიკით აწყობილი, კიბე მეორე სართულზე ასასვლელად და სხვა ტექნიკური მოწყობილობა.


image

ასე სახლის აშენებაზე დროის და ფულის დახარჯვა არ მოგიწევთ. წარმოიდგინეთ, რომ უკვე რამდენიმე საათში სახლის მფლობელი გახდებით.


ასევე დაგაინტერესებთ:

14 ყველაზე უცნაური სახლი მსოფლიოში, სადაც ადამიანები ნამდვილად ცხოვრობენ

image

ეს სახლი 500 წლისაა. შიგნიდან ნახვისას მეტყველების უნარს დაკარგავთ

image

ისინი ყოველდღე ფანჯრიდან ახალ პეიზაჟს ხედავენ და დღეებს არ ითვლიან: რატომ მოგზაურობენ ადამიანები ფურგონებით

image

მაქსიმალური ეკონომია: ავტოსახლი მზის ბატარეებზე

image

4 შვილიანმა ოჯახმა სასკოლო ავტობუსი სახლად გადააკეთა! შედეგი შესანიშნავია

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
366
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
366