x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96732
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458623
აფეთქება გურამიშვილის გამზირზე, არიან დაშავებულები
აფეთქება გურამიშვილის 34 ნომერში დილის ცხრა საათზე მოხდა. 16 სართულიან კორპუსში მეოთხე სართული ჩამოინგრა, ძლიერმა აფეთქებამ დააზიანა მიმდებარე კორპუსები, დაზიანდა ავტომობილებიც.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.image

​ნგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები. ერთ- ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება.

მაშველებმა კორპუსის ევაკუაცია განახორციელეს, გადაიკეტა ბუნებრივი აირის მილებიც.


სანამ სპეციალისტები კორპუსების უსაფრთხოების საკითხებს შეისწავლიან, მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება სასტუმროებში გადაიყვანს.image

კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ავტორი: ლელუკა ჯავახიშვილი


1
32
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
32
  
19 ოქტომბერი, 20:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1