x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფეხბურთის სამშობლო ინგლისი არ ყოფილა...

image


ფეხბურთის ყველა მოყვარულმა და ამ თამაშის გულმხურვალე გულშემატკივარმა იცის, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაშის სამშობლო ინგლისია. მაგრამ, ეს ასე არ ყოფილა!.. სინამდვილეში, ფეხბურთის სამშობლო ჩინეთია!!!

იმ მომენტისთვის, როდესაც ინგლისელებმა ფეხბურთის თამაში დაიწყეს, ჩინელები მას უკვე, მინიმუმ, 2 წლის მანძილზე თამაშობდნენ. თამაშს ჩინეთში «ცუცზუი» ერქვა, რაც თარგმანში, – «ჰკარი ბურთს» ნიშნავს. თავდაპირველად ეს თამაში ვარჯიშის ნაწილი იყო მეომრებისთვის, თუმცა შემდეგ, მოსახლეობის სხვა ფენებმაც დაიწყეს თამაში.


image


ფეხბურთი ჩინეთში განსაკუთრებით პოპულარული ხანის დინასტიის პერიოდში (ძვ. წ. აღრ. 206 – ახ. წ. აღრ. 220 წწ.) გახდა და ის მეომრების ფიზიკური მომზადების აუცილებელ პროგრამაშიც კი იყო. ტანის დინასტიისას (618-907 წწ.), ტყავის ბუმბულებით გამოტენილი ბურთი გაბერილი ბურთით ჩაანაცვლეს, ხოლო სუნის დინასტიის მმართველობის წლებში (960-1279 წწ.), ჩინეთში პირველი პროფესიონალური გუნდები და თამაშის წესები გაჩნდა, რომელიც სპორტსმენებს მკაცრად უნდა დაეცვათ.

როგორც დღეს, ისე ძველ ჩინეთში, თამაშში მონაწილეობას 2 გუნდი იღებდა და წესებიც თანამედროვე წესების ანალოგიური იყო: ხელების დახმარების გარეშე, ბურთი მოწინააღმდეგის კარში უნდა შეეგდოთ.

რაც შეეხება ინგლისს, ყველაზე ძველი წერილობითი წყარო, რომელშიც ფეხბურთის თამაშია აღწერილი და რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, 1280 წლით დათარიღებული ჩანაწერია (მარკო პოლოს ჩინეთში მოგზაურობის შესახებ, ინფორმაციამ ჩვენამდე იმიტომ მოაღწია, რომ 1297 წელს, «მარკო პოლოს წიგნი» შეიქმნა. რადგან იტალიელები მოგზაურობდნენ ჩინეთში, სავსებით შესაძლებელია, რომ იქ ინგლისელებიც ჩასულიყვნენ და თამაშის წესები ევროპაში ჩამოეტანათ. რედ.). ხოლო, თამაშის სახელი – «ფეხბურთი», 1409 წ. დოკუმენტში არის დაფიქსირებული. 1863 წელს მსოფლიოში პირველი ფეხბურთის ასოციაცია სწორედ ინგლისში შეიქმნა და აქედან გამომდინარე, ინგლისი – უძველესი საფეხბურთო კლუბების და უძველესი ტურნირის (ინგლისის თასი) სამშობლოა! მაგრამ, არა ფეხბურთის.

ისტორიული სამართლიანობა ფიფამ მას შემდეგ აღადგინა, რაც ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციამ, სტატიაში ზევით განხილული ფაქტების დოკუმენტები და ძვ. წ. აღრ. 300 წლით დათარიღებული არტიფაქტი წარმოადგინა, რომლის მიხედვით მტკიცდება, რომ ძველ ჩინეთში სპორტის ეს სახეობა ნამდვილად არსებობდა!

imageimageimageimageimageimageimage









1
1129
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1129
  
2019, 27 ოქტომბერი, 1:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1