x
მეტი
  • 22.11.2019
  • სტატია:96758
  • ვიდეო:343746
  • სურათი:458651
ჩუმი მკვლელი სახლში: რატომ არ შეიძლება ამ ყვავილების შენახვა ოთახში (ვიდეო)

image




რომელი მცენარეები არ შეიძლება სახლში გვქონდეს და რომელია ფარული საფრთხე ჯანმრთელობისთვის. ყველა ჩვენთაგანმა არ იცის, რომ ჩვენი საყვარელი მცენარეები ზოგჯერ შეიძლება ზიანის მომტანი იყოს და შეიძლება საფრთხეც კი შეუქმნას ჩენს საყვარელ ადამიანებს. ამ მასალისგან შეიტყობთ, თუ რომელი მცენარეების შენახვა არ შეიძლება სახლში, განსაკუთრებით იმ ოთახებში, სადაც პატარა ბავშვები თამაშობენ და იძინებენ.




image



1. დიფენბახია - დიფენბახია გახდა საკმაოდ პოპულარული სახლის მცენარე, რომელსაც ყველა მეორე ბინაში ნახავთ. იგი ხშირად მოთავსებულია ბავშვთა ოთახებში, რის გამოც პატარა ბავშვი საფრთხეშია. თუ დიფენბახიის ფოთოლი დაზიანებულია ან გატეხილია, ის ასხივებს შხამიან წვენს - ამ ნივთიერებას შეუძლია ადამიანის ლორწოვანის დაწვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მოხვდება თვალში, ცხვირში ან პირის ღრუში. ასევე, საშიშია დიფენბახიას დანა-ჩანგალით გადარგვა, თუ ისინი ცუდად გარეცხეთ, შხამიანი წვენი შეიძლება მოხვდეს საკვებში.




image


2. ოლეანდრი(აბუსალათინი) - დიდი ბუჩქი, ლამაზი ვარდისფერი ყვავილებით, რომელსაც ოლეანდრი ეწოდება, სუბტროპიკული ქვეყნებიდან მოვიდა. ახლა მოდურია მისი სახლის ეზოში განთავსება, ზოგჯერ კი ადამიანებს ეს მცენარეები სახლში შეაქვთ, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა, რამაც შეიძლება უსიამოვნო შედეგები მოიტანოს. ფაქტია, რომ ღეროები, ყვავილები, ფოთლები და ოლეანდრის ნაყოფიც კი შხამიანია. ამიტომ, არ არის რეკომენდებული ოჯახში მისი შეტანა, სადაც არიან ბავშვები, რომელთაც შეუძლიათ მცენარეებით თამაში. თქვენ, ასევე, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ მისი გადანერგვის დროს - ოლეანდერს შეუძლია გამოყოს შხამიანი წვენი. მასთან კონტაქტის შემდეგი ხელები საფუძვლიანად უნდა დაიბანოთ. ასევე, არ არის რეკომენდებული ამ მცენარის მახლობლად დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა- ყვავილების სუნმაც შეიძლება მოგწამლოთ.




image


3. აზალია- ბევრისთვის ფავორიტი აზალია ლამაზი ორმაგი ყვავილებით სხვადასხვა ფერებში. შეგიძლით მისი ყურებითა აღფრთოვანდეთ უსასრულოდ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს სიფრთხილე. ცნობილია, რომ მცენარის ფოთლები შეიცავს ალკალოიდებს, რაც გამოიყენება ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების მისაღებად. ბავშვები არ უნდა შეეხონ აზალიას ფოთლებს, ხოლო მოზრდილები სიფრთილით უნდა იყვნენ, რადგან მათ აქვთ შხამიანი წვენი. სხეულში მისი მოხვედრის შემდეგ იწყება გულისრევა. დიდი რაოდენობით შხამიანი აზალიას წვენი შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.


image


4. კროტონი- კიდევ ერთი პოპულარული სახლის მცენარე, რომელსაც შეუძლია მფლობელებს უსიამოვნო სიურპრიზი მოუტანოს, არის კროტონი. ბევრს მოსწონს ეს თავისი დეკორატიული ფოთლებით, მაგრამ სწორედ ისინი წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მათ აქვთ შხამიანი წვენი, რომელიც იწვევს ღებინებას, დიარეას და კონტაქტური დერმატიტს. კროტონის გადანერგვისას ან მისი ფოთლების გაწმენდისას ატარეთ ხელთათმანები. ასევე უკეთესია, რომ არ შეიტანოთეს მცენარე სახლში, სადაც პატარა ბავშვები ცხოვრობენ.


image


5. გერანიები - სახლში ამ მცენარის საშიშროება შეიძლება იყოს, არა მხოლოდ, მისი შხამიანი წვენით მოწამვლა, არამედ, საჭიროა, სიფრთხილით მოეკიდონ გერანიუმებს, ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ადამიანებიც. ეს მცენარე თავდაპირველად არ გამოიწვევს რაიმე გვერდით ეფექტებს, მაგრამ შემდეგ მას შეუძლია ალერგიის პროვოცირება. შეიძლება სხეულში შევიდეს აეროალერგენები. ზოგჯერ რეაქცია დაუყოვნებლივ ჩნდება, როდესაც გერანიუმის ფოთლებს ან ღეროს შეეხებით. მაშინაც კი, თუ ოჯახის არც ერთი წევრი არ განიცდის ალერგიას, თქვენ არ უნდა განათავსოთ ეს ყვავილი ოთახში. თუ ის ადამიანის ორგანიზმში მოხვდა, არღვევს საჭმლის მონელების სისტემას და ზრდის სისხლის სიბლანტეს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია გერანიები აივანზე შეინახოთ.




0
1482
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0