x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქსელში გამოჩნდა უახლესი რუსული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის «Мальва»-ს სურათი

image ინტერნეტ ქსელში გამოჩნდა უახლესი რუსული, ბორბლებიან შასზე აგებული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის სურათი, რომელიც სხვა მძიმე რაკეტმზიდი მანქანებისაგან განსხვავებით ბელორუსის წარმოების შასზე არაა აგებული, არამედ რუსული წარმოებისაა.
საუბარია თვითმავალ საარტილერიო დანადგარზე 2С43 «Мальва», რომელიც შეიქმნება საცდელ ეგზემპლარად, საცეცხლე კომპონენტის სახით დანადგარი აღჭურვილია 152-მილიმეტრიანი ქვემეხით. სამამულო წარმოების შასი გახლავთ "БАЗ-6010-027", რომელიც მთლიანად დამზადებულია ბრიანსკის საავტომობილო ქარხანაში.
როგორც ცნობილი გახდა ბრიანსკში დამზადებული შასი მიიყვანეს ცენტრალურ, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტ «Буревестник»-ში, რომელიც განთასებულია "ნიჟნი ნოვგოროდში" 2019 წლის აგვისტოში.
აღნიშნულ ინსტიტუტში მიყვანილ შასსზე უნდა იქნას დამონტაჟებული აღნიშნული საარტილერიო დანადგარი, რომელიც შემდგომში ქარხნის პოლიგონზევე იქნება გამოცდილი.
სამხედრო ექსპერტებში არაა ერთგვაროვანი აზრი აღნიშნულ საარტილერიო დანადგარზე, ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა ბორბლებიან შასზე საარტილერიო დანადგარის დამონტაჟება.
თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ბორბლებიან თვითმავალ საარტილერიო დანადგარებზე დიდი მოთხოვნაა, რუსეთს კი ამ მხრივ პოტენციური მყიდველებისათვის არაფრის შეთავაზება არ შეეძლო.
აღნიშნულ საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროში ასევე მიმდინარეობს თვითმავალ ნაღმსატყორცნ "Дрок"-ზე მუშაობა.

0
572
3-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
572