x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
10 ნიშანი, რომ თქვენ ჭკვიანი ქალი ხართ
თქვენ საკუთარ თავს არ ატყუებთ

არც მთავარ საკითხებში, არც წვრილმანებში იმიტომ, რომ ამას აზრი არ აქვს. ადრე თუ გვიან პრობლემის მოგვარება მოგიწევთ. ტყუილი კი რესურსს გაკარგვინებთ, რომლის აღდგენაც ოდესმე მოგიწევთ. რა საჭიროა ეს? თუ ბიჭმა არ დაგირეკათ, იმას ნიშნავს, რომ მას არ მოწონხართ. ფანტაზია იმის შესახებ, რომ აფრიკაში წავიდა ბებიის მოსანახულებლად ან თქვენი ტელეფონის ნომერი დაკარგა ან ისე ძლიერ შეყვარებულია, რომ თქმა ერიდება - ეს ყველაფერი ფანტაზიაა. თვითტყუილით დაკავებული არ ხართ და ამის შედეგით არ იტანჯებით.


image

მამაკაცებზე ჩაციკლული არ ხართ


რა თქმა უნდა, გიყვართ, მაგრამ საყვარელი ბიჭების გარდა სხვა რამეც გიყვართ - სამსახური, ოჯახი, ჰობი. შეიძლება უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარებას აპირებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალად მხოლოდ ამ დროს შედგით. თქვენ შემდგარი ქალი მანამდეც იყავით და მასთან დაშორების შემდეგაც დარჩებით. თქვენ თვითკმარი ხართ.


გადაჭარბებული ემოციურობა არ გახასიათებთ

თუ ბედნიერი ხართ, თქვენ გიხარიათ. თუ თავს ცუდად გრძნობთ, მოწყენილი ხართ. თქვენ ემოციებს არ მალავთ და არ თრგუნავთ. აი, პროფესიონალი მტანჯველის როლი თქვენთვის არაა და ერთი მსახიობის სპექტაკლს არ თამაშობთ - ოჰ, როგორ ვიტანჯები, რა ტრაგედია გადავიტანე!


თქვენ გამჭრიახი ხართ

იმწამსვე ხვდებით, თუ როდის გატყუებენ. ეს ძალიან კარგია. ეს მხოლოდ თქვენზე არაა მიმართული. გრძნობთ, როცა სხვა ცუდად არის და ცდილობთ დაეხმაროთ. ხედავთ, როცა ვიღაც გულწრფელად ბედნიერია და ამას აღნიშნავთ.


თქვენი იმიჯი ჩამოყალიბებულია

იცით, თუ რა გიხდებათ და რა არა. სარისკო ექსპერიმენტებზე დროს არ ხარჯავთ. მოდას არ მისდევთ და ირჩევთ მხოლოდ იმას, რაც თქვენს სტილს იდეალურად უხდება. ვიღაცაზე შთაბეჭდილების მოხდენა თქვენი ამოცანა არაა, მთავარია შინაგანი და გარეგანი ჰარმონია.


თქვენ თავად ქმნით ჩარჩოებს

თქვენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში არსებობს საზღვრები, საიდანაც გამოსვლაც არ გსურთ. ამ საზღვრების დარღვევა არავის და არანაირი მეთოდით არ შეუძლია. თქვენ თავად წყვეტთ, თუ ვისთვის და როგორი ჩარჩოები დაადგინოთ.


საკუთარ თავს შესანიშნავად იცნობთ

თქვენ სხეულს მოულოდნელი და უსიამოვნო სიურპრიზები არ მოაქვს, რადგან მასზე კარგად ზრუნავთ. ცხადია, რომ ცოცხალი ადამიანი შეიძლება ავად გახდეს ან მოულოდნელად თავი ცუდად იგრძნოს, ან უბრალოდ კარგად გამოძინება ვერ შეძლოს. თუმცა თქვენ დილით ცუდი ნაბახუსევი არ გაქვთ. ამას კი სწორ დროზე გაჩერებით ახერხებთ. ეს კი ძლიერი ნებისყოფა და თვითკონტროლი არაა - უბრალოდ საკუთარ თავს გრძნობთ.


თქვენ ანალიზის უნარი გაგაჩნიათ

ოცნებები კარგი საქმეა, მაგრამ მაინც უფრო გეგმას ანიჭებთ უპირატესობას. ეს გეგმა შეუსრულებელი არასდროს რჩება. თუმცა მხოლოდ გეგმის შედგენას აზრი არ აქვს, თუ სიტუაციის ანალიზი და ვარიანტების განხილვა არ შეგიძლიათ. თქვენ კი ერთიც შეგიძლიათ და მეორეც.


თქვენ აწმყოთი ცხოვრობთ

წარსული მხოლოდ მოგონებებთან და გამოცდილებებთან კავშირში გაინტერესებთ. აი, იმაზე ფიქრი, ასე რომ ყოფილიყო, ასე რომ მეთქვა და ა.შ. თქვენთვის წარსული წარსულში რჩება. რაც შეეხება მომავალს, იცით, რომ მომავლის პროგნოზირება არ შეიძლება. სწორედ ამიტომ, ოცნება და დაგეგმა შეიძლება, მაგრამ აწმყოთი უნდა იცხოვროთ და თქვენ ეს გამოგდით.


თქვენ რჩებით ქალად

სულელური ფრაზები „ნამდვილმა ქალმა არ უნდა...“ თქვენზე გავლენას არ ახდენს. ამასთან საკუთარ ქალურობასაც არ უარყოფთ. რატომ უნდა თქვათ უარი ყვავილებზე, ლამაზ კაბებსა და ჩანთებზე, სახლში კომფორტსა და მეგობრებთან საუბარზე? იყო ქალი - მშვენიერია. ამაზე უარის თქმა სისულელეა.


ასევე დაგაინტერესებთ:

ჩვევები, რომლებიც ჭკვიან ადამიანს სულელისგან განასხვავებს

image

სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ

image

10 შესაძლო მიზეზი, თუ რატომ აშინებს ადამიანებს თქვენი პიროვნება

image

დაივიწყეთ კომპლექსები! 3 ქალური „ნაკლი“, რომლებიც მამაკაცებს ჭკუიდან გადაჰყავს

image

რატომ უყვართ ძლიერ ქალებს უმაკიაჟოდ სიარული

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
609
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
609