x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რამოდენიმე მარტივი პროცედურა, იმისათვის, რომ ადრეულ სტადიებზე მოხდეს მკერდის კიბოს აღმოჩენა- ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!
image

კანის სიმსივნის შემდგომ, მკერდის კიბო ყველაზე მეტად გავრცელებული პათოლოგიაა სიმსივნეებს შორის. ის გვხვდება როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში. იმისათვის, რომ ადრეულ სტადიებზე მოხდეს მკერდის კიბოს აღმოჩენა, საჭიროა ყოველთვიურად რამოდენიმე მარტივი პროცედურის ჩატარება. ესენია:


1. საფუძვლიანად დაათვალიერეთ სარკის წინ საკუთარი მკერდი. დააკვირდით, ხომ არ შეიცვალა ფორმა, ფერი ან ზომა.

2. ხომ არ არის კანზე წარმოქმნილი ღრმულები, ნაოჭები ან ამობურცული ადგილები ხომ არ შეიმჩნევა.


3. დააკვირდით დვრილებს, ხომ არაა შიგნით შეზნექილი ან ხომ არ ახასიათებს გამონადენი.

4. ხომ არ აღინიშნება კანის სიწითლე, ტკივილი, ქავილი ან გამაგრება.

5. შემდეგ ასწიეთ ხელები მაღლა და ისევ დაავლაიერეთ მკერდი იმ ადგილებში, რაც მანამდე არ ჩანდა.


ვიზუალური დათვალიერების შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ხელით გასინჯვაზე. გახსოვდეთ, რომ ასეთი შემოწმება უნდა ჩატარდეს თვეში ერთხელ, მენსტრუალური ციკლიდან რამოდენიმე დღეში; ხოლო იმ ქალბატონებში, ვისაც ციკლი აღარ აქვს, ასეთი თვითშემოწმება სასურველია მოხდეს თვის ერთსა და იმავე რიცხვში.


ხელით შემოწმება უნდა მოხდეს საჩვენებელი, შუა და ცერა თითების საშუალებით. გასინჯვა ხდება სიმეტრიულად წრიული მოძრაობით დვრილების გარშემო ან ზემოდან ქვემოთ მთელს მკერდზე. დეტალური ინფორმაციისთვის დააკვირდით ფოტოებს:


image

image

image

ქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


როგორ ეხმარება წითელი სამყურა მენოპაუზის დროს ორგანიზმს?


რა იწვევს პარკინოსნის დაავადებას?


რატომაა სასარგებლო რძე და რძის პროდუქტები


კაცების ღალატის ძირითადი მიზეზები


ყურადღება!!! სტენოკარდიის პირველი ნიშნები


0
403
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0