x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96732
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458623
რუსმა ქალმა სამი მცირეწლოვანი შვილი სახლში მარტო დატოვა და თვითონ დასასვენებლად წავიდა
image
ქალმა კრასნოდარის მხარიდან სამი მცირეწლოვანი შვილი სახლში მარტო დატოვა და თვითონ დასასვენებლად წავიდა. უპატრონოდ დატოვებულ ერთ-ერთ ბავშვს მანქანა დაეჯახა. იუწყება ადგილობრივი გამოცემა Югополиси.


ქალმა 10, 11 და 12 წლის შვილები, (მათ შორის ერთი გერი) მიატოვა და თვითონ აფხაზეთში დასასვენებლად წავიდა. სანამ ქალი ერთობოდა, უპატრონოდ მიტოვებულ 12 წლის ბიჭუნას მანქანამ დაარტყა, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ნათესავებმა შეატყობინეს ბავშვის ამბავი, მან მაინც გააგრძელა შვებულება.

ამჟამად ნათესავები და მეუღლე ქალს უჩივიან და მოითხოვენ, ჩამოერთვას დედობა.

თავად ქალი უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ იმიტომ უჩივიან, რომ მისი ბიზნესის ხელში ჩაგდება უნდათ. მისივე თქმით, ბავშვები ჩააბარა 16 წლის უფროს ვაჟს და 52 წლის მეუღლეს, რომელიც მისი კუთვნილი სასტუმროს ადმინისტრატორია.


თუმცა სულ სხვაგვარად საუბრობს უფროსი სრულწლოვანი ქალიშვილი, მისი თქმით, დედა ბავშობიდან მოყოლებული, ხშირად სცემდა მათ, მათ შორის გერს. რამდენჯერმე იყვნენ მოსულები ბავშვთა სამეურვეო ორგანოდან, მაგრამ საბოლოოდ მათ არაფერი მოიმოქმედეს.

დაწყებულია გამოძიება როგორც ოჯახის, ასევე სამეურვეო ორგანოს მიმართ.




0
227
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0